FM97.5 / LIVE

ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

მთავარისიახლე, განათლება 08.10.2018
ადიგენში, სოფელ არლის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. ახალი შენობა ხვალ, ცხრა ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება.

ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

არლის სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე ამბობს, რომ შენობაში ინვენტარიც ახალი ექნებათ: „ხვალ, 12:00 საათზე გვაქვს გახსნის ცერემონია. ერთი კვირაა ვემზადებით გადმოსასვლელად. მშენებლებმა ყველაფერის გაკეთება მოასწრეს. გარე სამუშაოებიც და სპორტული დარბაზის მშენებლობაც დასრულდა“.

ახალ სკოლაში 139 მოსწავლე ისწავლის.

არლის საჯარო სკოლის მშენებლობა 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "Civil Construction" ასრულებდა, თუმცა მისი ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, მშენებლობა შეჩერდა და ის რაც უკვე გაკეთებული იყო, ნადგურდებოდა. ამ პერიოდში, ახალი მშენებლის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი პირველ მცდელობაზე ჩავარდა და მშენებლის შერჩევაც დაგვიანდა. საბოლოოდ, სამშენებლო სამუშაოები კომპანია Rooms–მა დაასრულა.

პირველი ტენდერის მიხედვით, არლის საჯარო სკოლის მშენებლობის ღირებულება 1 698 000 ლარით განისაზღვრა, მეორე ტენდერის დროს კომპანიამ მშენებლობის დასასრულებლად 540 000 ლარი დახარჯა.

არლის ახალი სკოლა 192 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ორსართულიან კორპუსში სულ 13 საკლასო ოთახია. შენობის ფართობი 2 848 კვ.მ–ია. მის შემადგენლობაში შედის ასევე - 306 კვ.მ მქონე სპორტული დარბაზი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.

შეგახსენებთ, რომ მშენებლობის დასრულებამდე მოსწავლეები სოფელში არსებულ კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სამრევლო სკოლების შენობებში იყვნენ გადანაწილებული.

ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.02.2019 მერია საკირეში მცხოვრებ ზეზვა თოფურიანს მკურნალობას დაუფინანსებს

19.02.2019 შავაძეები და ძეგლთა დაცვა ისტორიული აბანოების ერთობლივ მოვლა–პატრონობაზე შეთანხმდებიან

19.02.2019 ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება

18.02.2019 ‘სტრატეგია რომ მუშავდება, საკრებულომ უნდა იცოდეს’– დეპუტატის საყვედური მერიას

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

არლის სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ისევ ძველ შენობაში ხვდებიან
სასწავლო წლის განახლებამდე არლის სკოლის მშენებლობა დასრულდება
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა წელს ვერ დასრულდება
არლის სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ჭიანურდება
საფეხური: რატომ გაჭიანურდა არლის სკოლის მშენებლობა [Audio]
არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა