FM97.5 / LIVE

ახალციხესა და ადიგენში ელექტროგადამცემი ხაზი შენდება – რისკები და საფრთხეები

მთავარისიახლე, ეკონომიკა 08.10.2018
„წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იწყება, მანამდე კი მოსახლეობასთან პროექტის საჯარო განხილვები გაიმართება. სად გაივლის მაღალი ძაბვის სადენები და რა საფრთხეებზე საუბრობენ გარემოსდამცველები.

ახალციხესა და ადიგენში ელექტროგადამცემი ხაზი შენდება – რისკები და საფრთხეები

ახალ ელექტროგადამცემ ხაზს სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აშენებს. 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბოს, ვანის, ადიგენის და ახალციხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უნდა გაკეთდეს.

„წყალტუბო-ახალციხის“ ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთს ორ ქვესადგურს „წყალტუბო 500-ს“ და „ახალციხე 500–ს“ დააკავშირებს .

„500 კვ ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო - ახალციხეს“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის მიხედვით ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტის სამი ალტერნატიული მიმართულებაა განსაზღვრული. დოკუმენტის მიხედვით, სამივე შემთხვევაში ახალციხის და ადიგენის ტერიტორიაზე მოსახლეობის განსახლების რისკი არ არსებობს, თუმცა კონკრეტულად რომელ დასახლებებთან გავილის ხაზი ეს ზუსტად გაწერილი არ არის.

პირველი ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 103 კმ იქნება. პროექტის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზი სამხრეთ ფერდობზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტერიტორიებზე დაეშვება და აქედან კი ახალციხეში ქვესადგურ „ახალციხე 500–მდე“ გაგრძელდება.

„გეოლოგიური პირობების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მესხეთის ქედის ფერდობებზე ანძებთან მისასვლელი გზების მოწყობასთან დაკავშირებული საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურების რისკები, რაც საჭიროებს ქმედითი შემარბილებელი ღონისძიებების გატარებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მეორე ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 76 კმ იქნება. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ქუთაისი-ბაღდადი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზას გამოიყენებენ, თუმცა, ანძებთან მისასვლელად გზების მოწყობა მაინც გახდება საჭირო. ეს კი ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული: „მაღალი რისკები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ამ ალტერნატიული მარშრუტის დიდი მონაკვეთი განთავსებული იქნება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და შესაბამისად ზურმუხტის ქსელის ბორჯომ-ხარაგაულის კანდიდატი უბნის ფარგლებში“, – ვკითხულობთ პროექტში.

მესამე ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში, ხაზის სიგრძე დაახლოებით 63 კმ–ია. ხაზი მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობიდან იწყება და პირდაპირ ჩადის ქვესადგურ „ახალციხე 500–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაშიც ელექტროძაბვის გადამცემი ხაზი ახლოს გაივლის ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკთან. ამიტომ ესეც დაკავშირებული იქნება ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების მაღალ რისკებთან: „გეოსაფრთხეების თვალსაზრისით, ალტერნატიულ ვარიანტებს შორის მნიშნელოვან სხვაობას ადგილი არ ექნება“, – წერია დოკუმენტში.
აღნიშნული პროექტის განსახილველად საჯარო შეხვედრები ადიგენის და ახალციხის სოფლებში 22–დან 25 ოქტომბრამდე ჩატარდება . ორგანიზატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება.

„მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის თქმით, მაღალი ძაბვის ხაზები დროთა განამვლობაში უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამიტომ საჯარო განხილვების დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ყურადღება მიაქციოს იმას, თუ რა მანძილით იქნება დაშორებული ელექტროგადამცემი ხაზები დასახლებულ პუნქტებთან.

„დავები ხშირად სწორედ აქედან მოდის. მხარეები ვერ თანხმდებიან რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული ხაზი დასახლებული პუნქტიდან. კანონმდებლობაში არსებობს აქტი, რომელიც განსაზღვრავს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე მომუშავე ადამიანების ყოფნის რეგლამენტს, თუ რა მანძილზე და რა დროის განმავლობაში შეუძლიათ იყვნენ ისინი ელექტროგადამცემი ხაზის ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ თუ მუდმივად ცხოვრობს ადამიანი, ამაზე აქტი არ არსებობს, სწორედ ეს იწვევს სირთულეებს. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა პროექტში დასახლებული პუნქტებიდან ხაზების დაშორებები არასწორად არის მითითებული და პრაქტიკაში ის ადამიანებთან უფრო ახლოს არის“.

მისი თქმით, გარდა ჯანმრთელობაზე ზეგავლენისა, შესაძლოა, სადავო გახდეს სხვა საკითხიც: „არაა გამორიცხული, ვინმეს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაიაროს ხაზმა. მაშინ ზოგს შეიძლება ჩამოერთვას ზოგს შეიძლება შეეზღუდოს ის საქმიანობა, რასაც მანამდე იმ ადგილზე აკეთებდა“.

სააქციო საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ვიდრე მუნიციპალიტეტებში საჯარო შეხვედრები არ დასრულდება, მანამდე კომენტარს არ გააკეთებენ: „პროექტის და მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ–გვერდზე“.

საჯარო განხილვები ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წევრს.

საჯარო განხილვების დრო და ადგილები:


22 ოქტომბერი 13:00 საათი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ზიკილიას (აგარის) ადმინისტრაციული შენობა;

22 ოქტომბერი 16:00 საათი,ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ფერსას ადმინისტრაციული შენობა;

22 ოქტომბერი 18:00 საათი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის ადმინისტრაციული შენობა;

23 ოქტომბერი 12:00 საათი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდის ადმინისტრაციული შენობა;

23 ოქტომბერი 15:00 საათი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის ადმინისტრაციული შენობა;

23 ოქტომბერი 18:00 საათი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხეროს ადმინისტრაციული შენობა;

24 ოქტომბერი 12:00 საათი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის ადმინისტრაციული შენობა;

24 ოქტომბერი 16:00 საათი, ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალეს ადმინისტრაციული შენობა;

25 ოქტომბერი 12:00 საათი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარას ადმინისტრაციული შენობა;

25 ოქტომბერი 15:00 საათი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყუთის ადმინისტრაციული შენობა;

25 ოქტომბერი 18:00 საათი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეს ადმინისტრაციული შენობა;

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.10.2018 ‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

12.10.2018 ‘პარლამენტი არ უნდა წყვეტდეს, რას ჩავიცვამთ’ – მუსლიმი ქალები ნიქაბისა და ბურკის აკრძალვაზე

12.10.2018 ლაბორატორიული კვლევით გაირკვა, რომ ხეების ხმობის მიზეზი სოკოვანი დაავადებები არ არის

12.10.2018 ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

„ბათუმი-ახალციხის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იწყება
სოფელ მინაძეში ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა
ახალი ამბები – 9 ოქტომბერი [Audio]
ახალი ამბები სომხურ ენაზე – 9 ოქტომბერი [Audio]
ღარიბაშვილი და კალაძე ქვესადგურ 'ახალციხეს' გახსნიან
პროგრამა FLEX-ი შესარჩევ კონკურსს აცხადებს
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 9 ოქტომბერი [Audio]