FM97.5 / LIVE

ნინო გიორგობიანი - საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა არ იკრძალება

მთავარისაზოგადოება 10.07.2013
შინაგან საქმეთა სამინისტრო "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ კანონპროექტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნას არ კრძალავს.

ნინო გიორგობიანი - საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა არ იკრძალება
"ამ კანონპროექტით კოცნა არ იკძალება. საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში შეიძლება მოვიაზროთ გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში მოსაქმება, სხვა უხამსობები და არა პაემანი ან კოცნა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთ ქმედებად. კანონპროექტში ძირითადი ცვლილებები ეხება ქუჩებში, სტადიონებზე, ტრანსპორტში და სხვა ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონი უკვე მოქმედებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარგენილი კანონპროექტი კი მხოლოდ ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს.

"ეს არ არის ახალი კანონპროექტი, ესაა მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც ჯარიმების ოდენობის შეცვლას შეეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით კანონი ახლაც მოქმედებს საქართველოში, უბრალოდ საუბარია ჯარიმების გამკაცრებაზე", - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა და იქვე განმარტა, რომ ძირითადი აქცენტი ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისთვის დაწესებულ პასუხისმგებლობაზე კეთდება.

საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ამავე ადგილას ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა 300 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ამ მიმართულებით გადახედვის წინადადებით მიმართა და კანონში კონკრეტული ფულადი ჯარიმების განსაზღვრის ინიციატივით გამოვიდა.

კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, "ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით".

ამავე პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

[წყარო: "ინტერპრესნიუსი"]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

საჯაროდ ხვევნა-კოცნა 300 ლარით დაჯარიმდება
სად აიკრძალება კანაფისა და მარიხუანას მოხმარება
შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისთვის პოლიტიკა მკაცრდება
საჯარო სივრცეში, შესაძლოა, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აიკრძალოს
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
 რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის
ომბუდსმენი: საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში მოწევა უნდა აიკრძალოს