FM97.5 / LIVE

სალომე ზურაბიშვილი: კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვებით ილაშქრებენ ჩემ წინააღმდეგ[R]

მთავარისიახლე, რეკლამა 06.10.2018
დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად უფრო ძლიერად გამოდიან, აქ ეს არ ხდება, პირიქით ხდება, რომ ჩემი დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვებით ილაშქრებენ ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი: კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვებით ილაშქრებენ ჩემ წინააღმდეგ[R]

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება წაიკითხა, სადაც ნიკა გვარამია წერს, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს აფინანსებს, ან სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შეავიწროვონ.

"ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთი წარჩინებული ტელეარხის გენერალურ დირექტორს, რომელიც ასე გამოდის საარჩევნო კამპანიის დროს. ეს სიტყვები გებელსის პირსაც კი დაამშვენებდა.

მეცოდება ჩემი ქვეყანა, რომელიც ასეთი სიტყვებისა და ქცევების გამო, ვერ გამოდის, იმ საბჭოთა მარწუხებიდან, რომელიც გვეგონა, რომ დავტოვეთ უკან, იქ გვაბრუნებენ და გვაბრუნებენ ის ადამიანები, რომლებსაც ხან ევროპელებად და ხან დემოკრატებად მოაქვთ თავი.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ასეთი აგრესია და ძალადობა, რომელიც თან ახლავს წინასაარჩევნო კამპანიას, აქამდე არსად უნახავს.

წინა არჩევნებში ასეთი ძალადობა არ ყოფილა. ეს კიდევ უფრო მაღელვებს და მაწუხებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ბოლო ორი თუ თვენახევრის განმავლობაში, სიტყვა არ უთქვამთ ამ აგრესიის, ლანძღვის, სიძულვილის ლექსიკის დასაგმობად, არც მაშინ როცა ქალის მიმართ იყო ეს სიტყვები გამოყენებული.

დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად უფრო ძლიერად გამოდიან. აქ ეს არ ხდება, პირიქით ხდება, რომ ჩემი დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოღებული სიტყვების საფუძველზე გამოილაშქრეს და ბრალს მდებენ რასიზმსა და ქსენოფობიაში, რაც არის ძალიან დიდი ბრალდება. ეს ხუმრობა არ არის და რომ დამთავრდება არჩევნები, მე მგონი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არა მხოლოდ ჩემთვის, მე არ ვარ ერთადერთი მოქალაქე, რომელმაც გაიარა ეს მძიმე მდგომარეობა, არამედ უნდა ვიფიქროთ როგორ სამართლებრივად, კანონმდებლობის კუთხით გამოვასწოროთ არათანასწორი სიტუაცია. არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა.

მე, როგორც მომავალი პრეზიდენტი, რომელიც არჩეული იქნება საზოგადოების მიერ, დიდწილად საზოგადოებასთან ერთად ვიმუშვებ. სამწუხაროა, რომ ორი ძლიერი და მნიშვნელოვანი ნაწილი – თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორი, ვერ არიან თავიანთი გამოწვევების სიმაღლეზე და ესეც უნდა გამოსწორდეს. საზოგადოების ცხოვრებისა და სახელმწიფოს მშენებლობის ეს ორი ბერკეტი აუცილებელია. აქ საუბარი არ არის, რომ უნდა შეიზღუდოს ან ერთი ან მეორე, მაგრამ ღირსება ორივესგან მოსათხოვია და მოეთხოვებათ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

[sknews.ge]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2020 საქართველოში 26 მაისამდე იწვიმებს

24.05.2020 'თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არა ისეთი რამ უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს' – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

24.05.2020 საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

24.05.2020 მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილი: რუსთავს აქვს სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში [R]
ზურაბიშვილი: საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია[R]
სალომე ზურაბიშვილი: ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის [R]
სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა[R]
სალომე ზურაბიშვილი - 'მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს დაკნინებული'
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია[R]
სალომე ზურაბიშვილი: მე და ჩემ შვილებს სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებიან [R]