FM97.5 / LIVE

ახალციხეში მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.10.2018
მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ნომრები წარმოადგინეს.

ახალციხეში მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს

დღეს, 5 ოქტომბერს მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან 44 მასწავლებელი დაესწრო.

"სკოლებში თვითონ აარჩიეს ყველაზე მეტად ღვაწლმოსილი და დამსახურებული პედაგოგები და სწორედ ისინი ესწრებიან კონცერტს. ყველა სკოლიდან თითო მასწავლებელია, თუმცა დიდი სკოლებიდან ორ–ორი პედაგოგი მოვიწვიეთ", – ამბობს ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილი.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა აწყურის სკოლის მასწავლებელი ცისანა გელაძე: "51 წლის განმავლობაში ბევრ თაობას გაუვლია ჩემს ხელში. ძალიან ბევრი გამორჩეული და კარგი ახალგაზრდა აღვზარდე. ამ ბავშვების მიმართ დიდი სიყვარულის დამსახურებაა, რომ ისევ მასწავლებელი ვარ. მიყვარს ჩემი პროფესია. ახალგაზრდა რომ ვიყო, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი".

ღონისძიების ბოლოს, მიწვეულ პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ახალციხეში მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე აღუნიშნა
ახალციხის მერიამ მასწავლებლებს პროფესიული დღე აღუნიშნა [Photo]
'მასწავლებელი და საზოგადოება'– საჯარო ლექცია ახალციხეში
ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა
VTB ბანკმა მასწავლებლებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა
ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა
ახალიციხეში 100-მა მასწავლებელმა წამყვანი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო