FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა

მთავარისიახლე, სამართალი, არჩევნები 05.10.2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე, საოლქო საარჩევნო კომისიას ორმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ მიმართა.

ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ N41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება ოთხ ოქტომბერს შეიტანა.

საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი, იმ პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითხოვს, ვინც საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრის ამსახველი მასალა განათავსა.

„საარჩევნო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება საარჩევნო პერიოდში, ამიტომ ჩვენ მივმართეთ საოლქოს“ –ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

ნინოწმინდის საკრებულოს მიერ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა, თუმცა ამ საჩივარსაც ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს.
„მართალია ეს არ არის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი, თუმცა ნინოწმინდის საკრებულო საინფორმაციო წყაროდ იყენებს. ეს მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება. ჩვენ მოვითხოვთ პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას. საჩივარი სამ ოქტომბერს შევიტანეთ “,–ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე.

N41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ჯერ არცერთი საჩივარი არ მიუღიათ. თავმჯდომარის მოადგილის გია გაჩეჩილაძის თქმით, საჩივრებს მიღებიდან ერთი თვის ვადაში განიხილავენ და შესაბამის დასკვნას დადებს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით, ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანას აპირებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოც“.

შეგახსენებთ, რომ ორ ოქტომბერს ნინოწმინდის საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის ამსახველი მასალა გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საკრებულოს ფეისბუქის გვერდიდან მასალა წაშლილია.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

საოლქოს ნინოწმინდის საკრებულოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ინფორმაცია არ აქვს
დღეს ნინოწმინდის საოლქო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს განიხილავს
ნინოწმინდის საოლქომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე სასამართლო 30 ოქტომბერს გაიმართება
ნინოწმინდის საოლქომ საკრებულოს აპარატის უფროსს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
სიტყვიერი გაფრთხილება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ნინოწმინდაში