FM97.5 / LIVE

ახალქალაქში საგზაო ნიშანზე გრიგოლ ვაშაძის პლაკატები გააკრეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 05.10.2018
ახალქალაქის შესასვლელში მდგარ საგზაო ნიშანზე, ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატია გაკრული.

ახალქალაქში საგზაო ნიშანზე გრიგოლ ვაშაძის პლაკატები გააკრეს

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ახალქალაქის რაიონულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საგზაო ნიშანზე გაკრული პლაკატის შესახებ არაფერი იციან და ამ ფაქტის შესახებ "სამხრეთის კარიბჭესგან" შეიტყვეს.

"არაფერი ინფორმაცია გვაქვს მაგაზე, როგორ შეიძლება საგზაო ნიშანზე პლაკატი მიაკრა?! ვიცით, რომ აკრძალვაა. ახლავე გადავამოწმებთ და რეაგირებას მოვახდენთ", – განაცხადა "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში "ძალა ერთობაშიას" ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აშოტ რაისიანმა.

რაიონული ორგანიზაციის მსგავსად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაშიც ამბობენ, რომ პლაკატების საგზაო ნიშანზე გაკვრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"თქვენგან მესმის, მსგავსი არ შეგვიმჩნევია. აუცილებლად დავინტერესდებით და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ",– ამბობს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ქეთი ბებიაშვილის თქმით, საგზაო ნიშნებზე საარჩევნო–სააგიტაციო მასალების განთავსება აკრძალულია, რაც საარჩევნო კოდექსის 46–ე მუხლით არის გათვალისწინებული –"ამიტომ თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა მოახდინოს რეაგირება და პლაკატები ჩამოხსნას".

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ენმ–ს საარჩევნო პლაკატი საგზაო ნიშანზე [Photo]
ახალციხეში ვაშაძის პლაკატების გამო „ოცნებამ“ საჩივარი დაწერა
ახალციხეში გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს
‘შეცვალეთ საგზაო ნიშნებზე სომხური ალფაბეტით დატანილი წარწერები’ – საგზაო ახალქალაქის მერიას
საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქემ ახალქალაქის მერიას სასამართლო მოუგო
საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქე ახალქალაქის მერიას  სააპელაციოშიც უჩივის
ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’ მიერ პლაკატების გაკვრის კანონიერებას შეისწავლიან