FM97.5 / LIVE

საია ნინოწმინდის საოლქოს ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადების შესწავლას სთხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი, არჩევნები 05.10.2018
საია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების წესების დარღვევის ფაქტზე საუბრობს და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიისგან მომხდარზე რეაგირებას მოითხოვს.

საია ნინოწმინდის საოლქოს ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადების შესწავლას სთხოვს

საქმე ეხება ორ ოქტომბერს, ნინოწმინდაში სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას, სადაც მან უარყოფით კონტექსტში ისაუბრა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

„სავარაუდოდ, სახეზეა წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლოთ განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და მოახდინოთ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის მიერ საარჩევნო ოლქში შეტანილ განცხადებაში.

საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ორ ოქტომბერს, ნინოწმინდაში გამართულ შეხვედრაზე, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წინა პრეზიდენტმა ეთნიკურად თურქ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება მისცა, ეთნიკური სომხები კი დღემდე ამ პრობლემის წინაშე დგანან.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილის ზემოაღნიშნული მიმართვა შეიცავს უკანონო აგიტაციის ნიშნებს.

[თინათინ ზაზაძე, ნინოწმინდა]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

NGO–ები: ნინოწმინდაში ზურაბიშვილის განცხადება ქსენოფობიურია და შუღლს აღვივებს
რას ამბობს ზურაბიშვილი ორმაგ მოქალაქეობაზე საკუთარი განცხადების შესახებ
ნინოწმინდაში ზურაბიშვილის განცხადებაზე დაწერილი საჩივარი ცესკომ არ დააკმაყოფილა
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა
ზურაბიშვილს ნინოწმინდაში ნათქვამის გამო, ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ [Audio]
ნინოწმინდის მერი: ’პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის საკითხში დახმარება ვთხოვე’
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ნინოწმინდაში