FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივები ფაროსანას გავრცელებაზე საუბრობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.10.2018
"სამხრეთის კარიბჭის" მიერ გამოქვეყნებულ მასალას "კლდეში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში ფაროსანა გავრცელდა" სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები წერენ, რომ ფაროსანა მათ სოფლებსა და ქალაქებშიც გავრცელებულია.

სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივები ფაროსანას გავრცელებაზე საუბრობენ

"სამხრეთის კარიბჭეს" ფეისბუქის გვერდზე სტატიას ასზე მეტი კომენტარი აქვს. ადგილობრივები ახალციხიდან, ასპინძიდან, ადიგენიდან და ბორჯომიდან წერენ, რომ მათ ბაღებსა და სახლებში ფაროსანა ბოლო დროს ძალიან გამრავლდა.

"ყოველდღე ვხოცავ, სარეცხი ისე ვეღარ შემიტანია, თუ არ დავფერთხე, შეიძლება ერთ მაისურში ორი–სამი მაინც იყოს. შემოსევაა ნამდვილად სახლშიც ბევრი მხვდება",– წერს ადიგენიდან მედი ზაზაძე.

"ფანჯარა ვერ გამიღია, მაგრამ ისედაც კარგად ძვრებიან სახლში, მზე უყვართ და ფანჯრებზე მოდიან. ერთი კვირაა მაგათ დავსდევ.... სარეცხსაც მოყვებიან", – წერენ ბორჯომიდან.

სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივები ფაროსანას გავრცელებაზე საუბრობენ

სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივები ფაროსანას გავრცელებაზე საუბრობენ

სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივები ფაროსანას გავრცელებაზე საუბრობენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ირწმუნებიან, რომ სამცხე–ჯავახეთში აზიური ფაროსანას სამეურნეო კულტურები არ დაუზიანებია. უწყების ინფორმაციით, მწერი რეგიონში გავრცელებული არ არის: "აზიური ფაროსანას ერთეული ინდივიდი შეიძლება ყველგან დაფიქსირდეს, თუმცა ფაქტია, რომ სამცხე–ჯავახეთში სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სპეციალისტები კიდევ შეისწავლიან ყველგან და მოხდება იდენტიფიცირება".

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

კლდეში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში ფაროსანა გავრცელდა
სამცხე–ჯავახეთში ფაროსანას მონიტორინგის სისტემებს ამონტაჟებენ
აზიური ფაროსანას გავრცელება კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში – სეს-ის განმარტება
ფაროსანას გავრცელების არეალი საქართველოში
ახალციხის სოფლებში ფაროსანას გავრცელებაზე საუბრობენ
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონში
ტრიხოლკუს გრანდი – აზიური ფაროსანას შესაძლო კიდევ ერთი ბუნებრივი მტერი