FM97.5 / LIVE

NGO–ები: ნინოწმინდაში ზურაბიშვილის განცხადება ქსენოფობიურია და შუღლს აღვივებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.10.2018
არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნინოწმინდაში გამოსვლას, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის საკითხს ეხება, განცხადებით ეხმაურებიან და ამბობენ, რომ კანდიდატის განცხადება რეგიონში ხელს შუღლის გაღვივებას უწყობს.

NGO–ები: ნინოწმინდაში ზურაბიშვილის განცხადება ქსენოფობიურია და შუღლს აღვივებს

განცხადება, რომელსაც 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს გუშინ, ოთხ ოქტომბერს გავრცელდა.

"არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით და ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას", – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ განცხადება აგრეთვე შეიცავს უკანონო აგიტაციის ნიშნებს: "საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მართალია, საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ რომ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით, თუმცა საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას".

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.

“უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და მიზანმიმართულად ავრცელებენ ქსენოფობიურ განცხადებებს, თუმცა, სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის აღნიშნული განცხადება განსაკუთრებით სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივია”, - ნათქვამია განცხადებაში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

- სალომე ზურაბიშვილს, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.
- საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - შეისწავლოს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ორ ოქტომბერს, ნინოწმინდაში გამართულ შეხვედრაზე, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წინა პრეზიდენტმა ეთნიკურად თურქ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება მისცა, ეთნიკური სომხები კი დღემდე ამ პრობლემის წინაშე დგანან.

[sknews.ge]


21.02.2019 სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან იწყება

20.02.2019 ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს

19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2019 ისტორიის მთხრობელები – გიდები ახალციხის ციხიდან

21.02.2019 ახალციხეში ‘ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის’ მუშაობას გაეცნენ

21.02.2019 23 თებერვალს ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდება

20.02.2019 დირექტორებმა ახალციხის მერს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

საია ნინოწმინდის საოლქოს ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადების შესწავლას სთხოვს
ნინოწმინდაში ზურაბიშვილის განცხადებაზე დაწერილი საჩივარი ცესკომ არ დააკმაყოფილა
რას ამბობს ზურაბიშვილი ორმაგ მოქალაქეობაზე საკუთარი განცხადების შესახებ
ზურაბიშვილს ნინოწმინდაში ნათქვამის გამო, ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ [Audio]
'ქართული ოცნება' არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა
სალომე ზურაბიშვილი: მე და ჩემ შვილებს სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებიან [R]