სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რატომ ფუჭდება წიგნები ბოლაჯურის ბიბლიოთეკაში?

მთავარისაზოგადოება » განათლება 10.07.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის გამოკეტილ ბიბლიოთეკაში დაცული 7 ათასი წიგნი უჰაერობით ფუჭდება. სოფლის სკოლაში წიგნების გადატანა ვერ ხერხდება

რატომ ფუჭდება წიგნები ბოლაჯურის ბიბლიოთეკაში?
ბოლაჯურის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, რომელიც ბოლაჯურის სკოლაზეა მიწერილი, ამ დრომდე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში რჩება. ათასობით წიგნი აქ იმიტომ ფუჭდება, რომ ყოფილ ბიბლიოთეკარსა და ამავე სკოლის დირექტორს შორის პირადი დაპირისპირებაა.

„სკოლის დირექტორმა მითხრა ადგილი არ მაქვს წიგნების დასალაგებლადო. ამის გამო 7 ათასამდე წიგნი უჰაერობით ფუჭდება. ყოველდღე ოთახების განიავებას ვერ ვახერხებ, ფანჯრებზე მინების ნაცვლად ფიცრებია აკრული, წვიმაც ჩამოდის, სველდება წიგნები, - ამბობს ყოფილი ბიბლიოთეკარი გულო ჩხიტუნიძე და აქვე ამატებს, რომ დირექტორს წიგნები კიდევ ერთი მიზეზით არ მიაქვს, - დირექტორმა ისიც თქვა, სკოლაში ყველა ის წიგნი მაქვს, რაც ბავშვებს სჭირდებათო. არადა ამ სკოლიდან მოდიან ბავშვები და მთხოვენ სხვადასხვა მხატვრულ ლიტერატურას“.

ბიბლიოთეკარს მცდარი ინფორმაციის მოწოდებაში ადანაშაულებს ბოლაჯურის სკოლის დირექტორი ნინო კაჭკაჭიშვილი. მისი თქმით, სკოლაში წიგნების გადმოტანაზე უარს ყოფილი ბიბლიოთეკარი ამბობს: ”მითხრა, რომ წიგნებს იმ შემთხვევაში გამატანდა, თუ მასაც გადავიყვანდი ბიბლიოთეკარად. მყავს სკოლაში უმაღლესდამთავრებული ბიბლიოთეკარი და მას ვერ მოვხსნი იმიტომ, რომ სკოლაში საშუალოდამთავრებული კადრი მოვიყვანო“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის გივი მათოშვილის თქმით, ბოლაჯურში საქმე ნამდვილად პირად დაპირისპირებასთან გვაქვს: „ყოფილი ბიბლიოთეკარი სკოლას წიგნების იმ შემთხვევაში მიცემს, თუ მასაც გადაიყვანს, სკოლის დირექტორი ამაზე თანახმა არ არის, ამიტომ ეს წიგნები არ მიაქვს სკოლას. გამგეობა ვერაფერში ჩეერევა, თვითონ უნდა მოგვარდნენ. თუ გამგეობა დაუშვებს რამე შტატს და დააფინანსებს, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია დახმარება, მაგრამ ეს ძნელი წარმოსადგენია”.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 28 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. 2006 წელს, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, აქაც, ოთხი სოფლის გარდა, ყველა ბიბლიოთეკა დაიხურა. ამჟამად ბიბლიოთეკები დაბა ადიგენში, სოფლებში: არალსა და უდეში და კურორტ აბასთუმანში მოქმედებს.
გამგეობაში ამბობენ, რომ გაუქმებული ბიბლიოთეკების შენობების ნაწილი ავარიულია. იქ, სადაც უკეთესი მდგომარეობაა, ან ამბულატორიაა, ან სოფლის საბჭო ან სოფლის ახალგაზრდების ზამთრის თავშესაფარი.

ნანგრევებადაა ქცეული ბიბლიოთეკა სოფელ ბენარაში. ადგილობრივებს მისი ბედი თითქოს აღარც ანაღვლებთ.
„სოფელში სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი, ბიბლიოთეკა აღარავის უნდა. ჯერ წყალი, გზა და მერე სხვა დანარჩენი“, - ამბობს ბენარის მკვიდრი გიორგი თუმანიშვილი.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა სოფლებში ბიბლიოთეკების არსებობა, ბოლაჯურში ძველ დროს და მკითხველებით სავსე დარბაზებს იხსენებენ და ამბობენ, რომ საჭიროა.

”ხშირად ვიწერდი წიგნებს, უფრო მეტი თავსუფალი დროც მქონდა. მთელი სოფელი ვაქტიურობდით, ერთმანეთს ვეკითხებოდით რომელი წიგნი წაგვეკითხა, რომელი უფრო საინტერესო იყო”, - იხსენებს ბოლაჯურში მცხოვრები მერი ჩხიტუნიძე.

თუმცა, ამავე დროს, სოფლის მცხოვრებლებს არასოდეს უფიქრიათ სახსრების გამოჩენისას ბიბლიოთეკის აღდგენაზე ეზრუნათ. მაგალითად, მეხუთე წელიწადია სოფლებში ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” ხორციელდება, რომლის დანიშნულება სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დაფინანსებაა. რაზე დახარჯოს თანხა, გადაწყვეტილებას სოფელი თავად იღებს, თუმცა, პრიორიტეტების ნუსხაში სოფლის ბიბლიოთეკა ვერცერთ წელს ვერ მოხვდა.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

სხვილისის გამოკეტილ ბიბლიოთეკაში წიგნებს წვავენ?
სხვილისის ბიბლიოთეკის წიგნებს  ადგილი გამოუძებნეს
წიგნები, რომლებიც არავის სჭირდება
ბიბლიოთეკა ნაკლები წიგნითა და მკითხველით
ახალციხის სომხურ სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს საჩუქრად 1 800 წიგნი გადაეცა
რას პასუხობს ბიბლიოთეკის პროექტის ავტორი გიქოშვილს