FM97.5 / LIVE

საოლქოებმა უბნებზე სახდელდაკისრებული წევრები აირჩიეს

მთავარისიახლე, არჩევნები 04.10.2018
სამცხე–ჯავახეთის ექვსი ოლქიდან სამში, ცესკოს კომისიის წევრებად უბნებზე, ისეთი პირები აირჩიეს, რომლებსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვადასხვა სახის დისციპლინური სახდელი დაეკისრათ.

საოლქოებმა უბნებზე სახდელდაკისრებული  წევრები აირჩიეს

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ ოლქებიდან გამოთხოვილი წერილების მიხედვით, სახდელდაკისრებული წევრები რეგიონის სამ საარჩევნო ოლქში ახალციხის, ბორჯომის და ახალქალაქის უბნებზე აირჩიეს. სამივე ოლქში ასეთი სულ ცესკოს მიერ დანიშნული 20 წევრია. თუმცა, მათ შორის მხოლოდ ის პირები არიან, რომლებსაც სხვადასხვა სახის დისციპლინური სახდელი 2016 წელს დაეკისრათ. საოლქო კომისიებს გასულ, 2017 წელს სახდელდაკისრებული პირები უბნებზე არ აურჩევია.

„ცენტრალური საოლქო კომისიის რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და ის ვინც გასულ წელს შენიშვნა, ან გაფრთხილება მიიღო, წელს აღარ აგვირჩევია“, – ამბობს ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

რაც შეეხება პარტიებს, ამ შემთხვევაში მათ დანიშნეს, როგორც 2016, ასევე 2017 წლებში ჩატარებული არჩევნების დროს სახდელდაკისრებული წევრები, თუმცა საოლქო კომისიებიდან გამოთხოვილ წერილებში ამის შესახებ ინფორმაცია არ არის.

ცესკოს კომისიის წევრებად, სახდელდაკისრებული პირები ყველაზე მეტი – 11 ახალქალაქში ჰყავთ, ყველაზე ნაკლები - ორი ბორჯომში, ხოლო ახალციხეში შვიდი.

ახალქალაქის საოლქო კომისიაში არჩეულ კომისიის 11–ვე წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შენიშვნა მიღებული აქვთ: აიკ აღაჯანიანს, ვარაზდატ აროიანს, დავით იორდანიანს, პავლუშ შახბაზიანს, ცოლაკ პოღოსიანს, ლუსინე ბათონიანს, ნანი მელიქიძეს, გოარიკ მარგოზიანს, ლიანა ირიციანს, ანნა მანუკიანს, ჰერიქნაზ ოგანესიანს.

ახალქალაქის მსგავსად, 2016 წელს დისციპლინური სახდელი დაეკისრა ახალციხის საარჩევნო უბნების შვიდ წევრს. მათგან ვიქტორ მურადიანმა და ნინო თოროსიანმა შენიშვნა მიიღეს. თამარ რობაქიძემ, ნინო დიასამიძემ, მანანა გოგოლაძემ, მაია კაკაჩიშვილმა და ნერსეს მოსოიანმა კი გაფრთხილება.

რაც შეეხება ბორჯომის ოლქს, აქ შენიშვნა ორმა წევრმა ნინა ბარძიმაძემ და ნინო სვანიძემ მიიღეს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ექვს ოლქში საუბნო კომისიის 1 278 წევრი აირჩიეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საარჩევნო უბნის წევრები დაკომპლექტდნენ არა გამოცდილების, არამედ პარტიული ერთგულების მიხედვით: „თუ ჰქონდა ადამიანს შენიშვნა, ან მის ჩადენილ ქმედებას ჰქონდა გავლენა უბნის შედეგებზე, ასეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ არჩეულები. ძირითადად ისევ ძველი სახეებია უბნებზე“, – განმარტავს "ევროპული საქართველოს" ახალციხის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი თეა გავაშელი აცხადებს, რომ კომისიის წევრები გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს: „აკრძალვა არსად არ არის. ის წევრები, რომლებიც შევარჩიეთ არიან გამოცდილები. ადმინისტრატორის ასევე, საზაფხულო სკოლის კურსები აქვთ გავლილი“.

მისივე თქმით, ცენტრალურმა კომისიამ მხოლოდ სიტყვიერი რეკომენდაცია გასცა, რომ არ აერჩიათ ის წევრები, რომლებსაც სახდელები ჰქონდათ დაკისრებული: „ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით კომისიის წევრს, რომელსაც სახდელი აქვს დაკისრებული ერთ წელიწადში ეხსნება. ორი წელი იყო ფაქტობრივად გასული. ჩვენ მიერ არჩეულ წევრებს 2016 წლის შემდეგ დისციპლინური სახდელები არ დაკისრებიათ“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.10.2018 ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ

12.10.2018 ‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

12.10.2018 ‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

12.10.2018 ‘პარლამენტი არ უნდა წყვეტდეს, რას ჩავიცვამთ’ – მუსლიმი ქალები ნიქაბისა და ბურკის აკრძალვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის  წევრები
ახალციხის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები დაასაჩუქრა
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალქალაქში