FM97.5 / LIVE

ბაქრაძე მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში ამომრჩევლებს შეხვდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 04.10.2018
დღეს, ოთხ ოქტომბერს, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ადიგენში, სოფელ უდეში ამომრჩევლებთან შეხვედრა ვანო მერაბიშვილზე საუბრით დაიწყო.

ბაქრაძე მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში ამომრჩევლებს შეხვდა

„ვანოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ მალე გამოკეთდება. ხვალ მის მოსანახულებლად ციხეში ხათუნა გოგორიშვილი შევა. ჩვენ მუდმივად ვინტერესდებით მისი მდგომარეობით“, – უთხრა ბაქრაძემ უდეში, ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში შეკრებილებს.

მან შეხვედრა კულტურის სახლთან გამართა.

ბაქრაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ არჩევნებზე აუცილებლად მივიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ხმას სახელისუფლებო პარტია გამოიყენებს: „2012 წელს თქვენ გამოავლინეთ ძალა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეგეცვალათ, იგივე ძალა გაქვთ ახლაც, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ პრეზიდენტად ის, ვინც თქვენ გსურთ. „ოცნებამ“ პრეზიდენტის ინსტიტუტს ყველა ბერკეტი გამოაცალა, ახლა საზოგადოება არჩევანის წინაშე დგას, აირჩიოს კაბინეტში მჯდომი პრეზიდენტი, თუ ხალხის პრობლემების მცოდნე ადამიანი, რომელიც მათთან ერთად იბრძოლებს სოციალური საკითხების მოგვარებაზე“.

ბაქრაძემ უდეში განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა: „განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ პრეზიდენტის ფონდის ნახევარს განათლებაში დავხარჯავ“.

უდიდან დავით ბაქრაძე ასპინძაში გაემგზავრება.

ბაქრაძე მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში ამომრჩევლებს შეხვდა

[sknews.ge]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

09.12.2018 10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინიდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’
დავით ბაქრაძე:'უდეში ჩამოსვლით შეცდომა გამოვასწორე'
ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში ერთი უბანი ბაქრაძემ მოიგო
ვანო მერაბიშვილის სოფელში არჩევნები ბაქრაძემ მოიგო
დავით ბაქრაძე: ხალხს არ სჭირდება დაკეტილი რაბათი
'დააბრუნეთ ვანო' – წარწერა ბიულეტენზე მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში
დავით ბაქრაძე ახალციხეში მხარდამჭერებს შეხვდა