FM97.5 / LIVE

საოლქოს ნინოწმინდის საკრებულოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ინფორმაცია არ აქვს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 04.10.2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ დაწერილა.

საოლქოს ნინოწმინდის საკრებულოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ინფორმაცია არ აქვს

ნინოწმინდის საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი მასალის გამოქვეყნების შესახებ ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დღეს, ოთხ ოქტომბერს, „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარის შემდეგ გაიგეს.

„არაფერი ვიცით, საჩივარი არ შემოსულა. თუ განცხადებით არ მოგვმართა ვინმემ, ისე საკითხს ვერ განვიხილავთ. თუ შემოიტანენ საჩივარს შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, – გვითხრა ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გია გაჩეჩილაძემ.

ობიექტური რეაგირების იმედი არ აქვს ნინოწმინდაში ოპოზიციას. „ევროპული საქართველოს“ ნინოწმინდა–ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არსენ კარაპეტიანი ამბობს, რომ ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის სეირან კიურეღიანის შვილია: „რატომ განიხილავს ისეთ საჩივარს, რომელიც თავისი შვილის სამსახურს უკავშირდება?! გარდა მაგისა ჯერ არ მახსოვს მაგითი ობიექტური გადაწყვეტილებები საჩივარზე“.

ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სეირან კეურეღიანი ამბობს, რომ ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მამაა, თუმცა ეს საკითხის ობიექტურ განხილვას ხელს არ შეუშლის: „ეს არაფერ შუაში არ არის. შვილი იქნება, თუ სხვა ნათესავი, როგორც კი მივიღებთ საჩივარს განვიხილავთ და კანონის ფარგლებში მოვიქცევით“.

თუ საოლქო კომისიაში საჩივარი შევა, იურისტების განმარტებით კანონის მიხედვით საკრებულოს აპარატის უფროსი არფიკ ტოროიანი დაჯარიმდება. როგორც მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ გუშინ, სამ ოქტომბერს, სატელეფონო საუბარში განაცხადა, სააგიტაციო მასალა ფეისბუქის გვერდზე თავად განათავსა.

„რადგან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, ამიტომ გამოვაქვეყნეთ ეს ფოტოები, მაგრამ თუ რეკლამად ითვლება მაშინ წავშლით“, – გვითხრა მან.

ამ დროისთვის ნინოწმინდის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული მასალა წაშლილია.

იურისტების განმარტებით, ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებებით აგიტაცია ადმინისტრაციული რესურსის პირდაპირი გამოყენებაა. ის პირი კი, რომელმაც მსგავსი მასალა გამოაქვეყნა 2 000 ლარით ჯარიმდება.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა
დღეს ნინოწმინდის საოლქო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს განიხილავს
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ნინოწმინდაში
ნინოწმინდის საოლქომ საკრებულოს აპარატის უფროსს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
ნინოწმინდის საოლქომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე სასამართლო 30 ოქტომბერს გაიმართება
სიტყვიერი გაფრთხილება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის