FM97.5 / LIVE

ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 04.10.2018
„ყველა ადგილობრივ ინსტანციაში ვიყავი, სხვადასხვა მერთან, გუბერნატორთან, დეპუტატთან, მაგრამ უშედეგოდ,“ – 1871 წელს აშენებულ სახლში წვიმის დროს წყალი ჩადის, ხის ჩუქურთმები და კედლის მხატვრობა კი ყოველდღიურად ნადგურდება.

ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა

მანანა იგითხანიშვილი ახალციხის ისტორიულ უბანში, ათონელის N14-ში დასთან ერთად ცხოვროვს. ხელისუფლებისგან კი წლებია, ძეგლის სტატუსის მქონე ორსაუკუნოვანი სახლის ჭერის შეკეთებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

სახლს ძეგლის სტატუსი ძეგლთადაცვის სამინისტროს მიერ 2011–2012 წლებში, ათონელის ქუჩაზე სხვა სახლებთან ერთად მიენიჭა. ორსართულიან შენობაში, მეორე სართულზე ერთი ოთახის კედლები მოხატულია, სახლის შესასვლელს პირვანდელი, ძველებური რკინის ზარით და ცხრა კლიტულით მორთული ხის კარი აქვს, თუმცა ჭერიდან ჩამოსული წყალი წლებია ნახატსაც და ჩუქურთმებსაც აზიანებს.
იგითხანიშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობას რამდენჯერმე, სხვადასხვა დროს წერილობით მიმართა. ქალაქის ყოფილ მერს ვლადიმერ ზედგინიძეს კი პირადად სთხოვა შენობის შეკეთება: „ქალაქის მერი ზედგინიძე ტაძრიდან მოვიყვანე ჩემს სახლთან და ჩემი გასაჭირი ვუთხარი. ოღონდ ხმა მომეცი რასაც გინდა გაგიკეთებთო, მას შემდეგ ჩემთან არავინ მოსულა. არადა წყალი წვიმის დროს სულ ჩამოდის და სახლი ინგრევა“.
ვლადიმერ ზედგინიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ იგითხანიშვილს მისთვის არ მიუმართავს: „ამ ქალბატონს ჩემთვის არ მოუმართავს და ამ სახლის საკითხზე არც მე მიმიმართავს ძეგლთადაცვის სამინისტროსთვის, რადგან ჩემი მიზანი ათონელის მთელი ქუჩის გაკეთება იყო და არა მხოლოდ იგითხანიშვილის სახლის“.

ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გელვასი გელაძემ რედაქციის კითხვაზე, აპირებენ თუ არა ძეგლის სტატუსის მქონე შენობის საკუთარი რესურსებით შეკეთებას, გვიპასუხა: „ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს ჩვენ არ ვაკეთებთ, დაურეკეთ პრესსამსახურს“.

ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ სახლს ვერც მუნიციპალიტეტი და ჯერ ვერც კულტურის სამინისტრო შეაკეთებს: „მანდ სახლების შესაკეთებლად მთლიანი გეგმა უნდა არსებობდეს, რაშიც გათვალისწინებული იქნება აღნიშნული სახლიც“.

კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ „კანონი თვითმმართველობებს ავალდებულებთ ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინონ ის მინიმალური ხარჯები, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის სახლებისთვისაა საჭირო. საქართველოში 15 000 ასეთი სახლია, რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი რეაბილიტაცია და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ვალდებულიება აღებული ამ საკითხზე. ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ამ სახლის მდგომარეობით დაინტერესდება“.

მანანა იგითხანიშვილი ამბობს, რომ ორსაუკუნოვანი სახლის გადასარჩენად სასწრაფოდ მხოლოდ ჭერის შეკეთებაა საჭირო, იმისთვის რომ წვიმის წყლით კედლები კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს.

ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა

ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა

ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა

ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა

ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

შავაძეების სახლში ‘აღმოჩენილი’ აბანო ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს
‘ისტორიულ აბანოებთან დაკავშირებით მესაკუთრესთან ხელშეკრულება გაფორმდება’ – ძეგლთა დაცვა
ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]
პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს