FM97.5 / LIVE

საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალციხეში ზურაბიშვილთან შეხვედრაზე [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 03.10.2018
ახალციხეში, ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის, საბავშვო ბაღების და ააიპ–ების თანამშრომლები, ასევე, საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალციხეში ზურაბიშვილთან შეხვედრაზე [Video]

დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს დღეს, სამ ოქტომბერს ახალციხეში ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა.

მესხეთის თეატრში შეხვედრაზე იყო ახალციხის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი, რომელმაც „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადა, რომ ერთი დღით შვებულებაშია: „მანქანა მყავდა გასაკეთებელი და შეხვედრაზე მისვლაც შევუთავსე ჩემს საქმეს“.

საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალციხეში ზურაბიშვილთან შეხვედრაზე [Video]

როგორც თავად ამბობს, ერთდღიანი შვებულებით ისარგებლა, მერის წარმომადგენელმა ქალაქ ახალციხეში ნუგზარ თამარაშვილმაც. დღეს იგი ზურაბიშვილის მიერ გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდა: „ერთი დღით გავედი შვებულებაში და ხვალ ისევ სამსახურში დავბრუნდები, ან შეიძლება რამდენიმე დღეც გავიგრძელო, ჯერ არ ვიცი“.

საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალციხეში ზურაბიშვილთან შეხვედრაზე [Video]

ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები არა მხოლოდ ახალციხიდან, არამედ ქალაქ ვალიდან და სოფლებიდანაც. ვინ უზრუნველყო ახალციხეში მათი ჩამოყვანა, ამაზე საჯაროდ საუბარი არ ისურვეს, პირად საუბრებში კი გვითხრეს რომ „შეხვედრაზე „ოცნების“ წევრებმა ჩამოიყვანეს“.



სოფლებიდან მოსახლეობის ტრანსპორტირების ორგანიზებას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

„თქვენ რაღაც არასწორად გითხრეს. ორგანიზება ჩვენ არ გაგვიკეთებია, თვითონ ნახეს ავტობუსები და წარმოვიდნენ“, – ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გვარამაძე.

საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალციხეში ზურაბიშვილთან შეხვედრაზე [Video]

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. იგი უკვე შეხვდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ახალციხისა და ადიგენის მოსახლეობას. დღესვე შეხვდება ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ბორჯომშიც.

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე – ახალციხე]


14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

13.05.2019 ვინ ისარგებლებს უნივერსიტეტში სტუდენტური შეღავათებითა და წახალისებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.05.2019 ვარძიაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

18.05.2019 ‘ტროტუარზე მოძრაობა არ უნდა შეიზღუდოს’– რა შემთხვევაში დაჯარიმდება მაღაზიის მფლობელი

18.05.2019 ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში [ფოტო]

18.05.2019 არჩევნებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

‘ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ცოტახნით შევირბინეთ’ – მერიიდან შვებულებაში ერთდროულად 40 თანამშრომელი იყო
სალომე ზურაბიშვილი მესხეთის თეატრში პრემიერას ესწრება
სალომე ზურაბიშვილი ნინოწმინდაში მოსახლეობას ხვდება
სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობას ხვდება [R]
საჯარო მოხელეები სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიასა და მერიებში წინასაარჩევნოდ შვებულებით 192 თანამშრომელი სარგებლობს
ზურაბიშვილის დაპირებები ამომრჩევლებს ადიგენსა და ბორჯომში [Video]