FM97.5 / LIVE

საჯაროდ ხვევნა-კოცნა 300 ლარით დაჯარიმდება

მთავარისაზოგადოება 09.07.2013
საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ამავე ადგილას ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა 300 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება.

საჯაროდ ხვევნა-კოცნა 300 ლარით დაჯარიმდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ამ მიმართულებით გადახედვის წინადადებით მიმართა და კანონში კონკრეტული ფულადი ჯარიმების განსაზღვრის ინიციატივით გამოვიდა.

კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, "ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე

საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით".

ამავე პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით.საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

[წყარო: "ინტერპრესნიუსი"]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ნინო გიორგობიანი - საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა არ იკრძალება
სად აიკრძალება კანაფისა და მარიხუანას მოხმარება
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
 რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის
საჯარო სივრცეში, შესაძლოა, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აიკრძალოს
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ნახევრდება
რა შემთხვევაში დაგაჯარიმებთ პატრული 200 ლარით – შსს–ს განმარტება