FM97.5 / LIVE

დედა შვილის ბულინგის გამო განათლების სამინისტროსა და ომბუდსმენს რეაგირებას სთხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 03.10.2018
ადიგენის ერთ–ერთ სოფელში, სადაც დედა აცხადებს, რომ მის მეოთხეკლასელ ბიჭს მეექვსეკლასელი აბულინგებს, სოციალურ მუშაკებს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამიტომ საქმეში განათლების სამინისტროს, ასევე, ომბუდსმენის აპარატის ჩართვას ითხოვს.

დედა შვილის ბულინგის გამო განათლების სამინისტროსა და ომბუდსმენს რეაგირებას სთხოვს

სოციალურმა სამსახურმა ადიგენში ბულინგის საქმის შესწავლა დაიწყო. ამიტომ სოციალური მუშაკები იმ ბავშვების ოჯახებში იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს ჩაგვრაში ადანაშაულებენ.

„სოციალური მუშაკები ძალიან აგრესიულები იყვნენ. შემოვიდნენ თუ არა მითხრეს, დაჯექი და კარგად მოგვისმინეო, იმ ბავშვებსო, რომლებიც მინდობით აღზრდაში არიან და შენი შვილების ბულინგში ადანაშაულებ, სახელმწიფო იცავსო. არავის აქვს უფლება, მათ ვინმემ რამე დაუშალოს, ან მიუთითოსო. მიყვირეს და მალევე წავიდნენ. ჩემ შვილებს აბულინგებენ და სოციალურმა მუშაკებმა კი მე მისაყვედურეს, ეს ზეწოლაა ჩვენზე“, – ამბობს დედა, რომელიც მის მეზობლად მცხოვრებ, მინდობით აღზრდაში მყოფ 12 წლის ბიჭს, საკუთარ შვილებზე ბულინგში ადანაშაულებს.

სოციალურ სამსახურში აცხადბენ, რომ მათი თანაშრომლების მხირდან რაიმე ტიპის აგრესიულ ქმედებაზე, ან ზეწოლაზე კომენტარს არ გააკეთებენ: „რადგან ეს სრული აბსურდია. ვსწავლობთ ორივე ოჯახს და ბავშვებთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია“.

სოციალურ სამსახურის ინფორმაციით, მეოთხეკლასელი ბიჭის დედას სურს, რომ მათ მეზობლად მცხოვრები, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები სხვაგან გადაიყვანონ: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები, და–ძმები, ერთად იყვნენ და ერთმანეთს არ დავაშოროთ. მათ არ ჰყავთ დედა, ამიტომ სკოლისა და გარემოს სწრაფად შეცვლა ჩვენს ინტერესებში არ შედის, ასე უფრო დაისტრესებიან და მათთვის ეს პროცესი ძალიან რთული იქნება“.

უწყებაში ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში სისხლის სამართლებრივი ნიშნები არ იკვეთება, შესაბამისად ბავშვების სხვაგან გადაყვანაც არ იგეგმება: „აქ რომ კიმინალის ნიშნები იყოს, სოციალური მუშაკი ამის საჭიროებას მაშინვე დაინახავდა და სწრაფი ცვლილებების გატარება იქნებოდა საჭირო. ვითარება კონტროლს ექვემდებარება. პატარებთან იმუშავებენ ფსიქოლოგებიც“.

ბულინგის შესაძლო ფაქტებს უკვე სწავლობს ადიგენის რაიონული სამმართველო, დედამ სამართალდამცველებს პირველ ოქტომბერს მიმართა. თუმცა, მას შემდეგ რაც მასთან სოციალური მუშაკები მივიდნენ, ამბობს რომ დაუცველობის განცდა გაუჩნდა, ამიტომ საქმეში ჩართვას წერილობით სთხოვს სახალხო დამცველის აპარატს, განათლების სამინისტროსა და სკოლას.

„სახალხო დამცველის აპარატში, ასევე, განათლების სამინისტროში ტელეფონით უკვე ვესაუბრე შესაბამის პირებს, ახლა განცხადებებს ვამზადებ, რომ გავგზავნო. სკოლაში შესატან წერილში უკვე აღვწერე ის ფაქტები, რასთან გამკლავებაც ჩემ ცხრა წლის ბიჭს უხდება. სამივე უწყებას ჩემი შვილების უსაფრთხოების დაცვას ვთხოვ“, – ამბობს დედა.

შეგახსენებთ, ორსართულიან კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს შორის უთანხმოება, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც მეორე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა პირველზე მცხოვრებს ხელი არ მოუწერა ნებართვაზე, რომლის მიხედვითაც მას კორპუსში სველი წერტილი უნდა მიეშენებინა. მას შემდეგ, მეორე სართულზე მცხოვრები მეოთხეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, რომ პირველ სართულზე მცხოვრები 12 წლის ბიჭი მის შვილებს, განსაკუთრებით კი ცხრა წლის ბიჭს აბულინგებს. პირველ სართულზე მცხოვრები ბავშვების აღმზრდელები კი ამბობენ, რომ პირიქით, მათ ბავშვებს მეორე სართულზე მცხოვრები მეთოხეკლასელი ბიჭის მშობლები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ფიზიკური შეურაცხყოფს ფაქტს შსს სსკ–ის 126–ე, ძალადობის მუხლით იძიებს. მეორე სართულზე მცხოვრები კაცი ამბობს, რომ მან 12 წლის ბიჭს ყური მართლაც აუწია, რადგან ის "ავტოფარეხში ჩაკეტა და ამის გამო გაღიზიანდა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

16.12.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი საქართველოს 2018 წლის ფალავანი გახდა

16.12.2018 შსს: ინაუგურაციის გამო, კახეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

15.12.2018 ეთნიკურ სომხებს საქართველო–სომხეთის საზღვარზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენში ბულინგის საქმეში შსს–მ  სოციალური სამსახური ჩართო
ადიგენში ბულინგის საქმეს  სკოლის დისციპლინარული კომიტეტი შეისწავლის
ადიგენში სკოლამ ბულინგის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
ადიგენში ბულინგის საქმეში შსს ჩაერთო
ახალციხეში დედას ხუთი წლის შვილის ცემისთვის ასამართლებენ [Video]
შსს: ბავშვზე ძალადობის ფაქტზე 12 მეზობლის ხელმოწერით განცხადება შემოვიდა
დედას, რომელსაც შვილების ცემაში ადანაშაულებენ  ბავშვები დაუბრუნეს