FM97.5 / LIVE

‘აქ რელიგიური ტურიზმი უნდა განვითარდეს’ – ზურაბიშვილი ახალციხეში ამომრჩევლებს ხვდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 03.10.2018
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს ახალციხეში, მესხეთის თეატრში ამომრჩევლებს ხვდება.

‘აქ რელიგიური ტურიზმი უნდა განვითარდეს’ – ზურაბიშვილი ახალციხეში ამომრჩევლებს ხვდება

მესხეთის თეატრში შეკრებილებს პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლამდე, მისი ბიოგრაფიის შესახებ ფილმი უჩვენეს.

„კულტურა, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა ძალიან მნიშვნელოვანია. კულტურული ცხოვრება აუცილებელია რეგიონების გაცოცხლებისთვის.
საზოგადოება არის იქ სადაც არის კულტურა და ეს ორი რამ უნდა გავაერთიანოთ და ამაში როგორც პრეზიდენტი დაგეხმარებით“, – მიმართა ზურაბიშვილმა ამომრჩევლებს – „ორი წლის წინ ვიყავი აქ და გაცოცხლებული არ იყო რაბათის სასახლე და შარშან რომ მოვედი უფრო გავრცელებული დამხვდა. მე ვიქნები თქვენი კულტურის ელჩი, მე მექნება მოლაპარაკებები თურქეთთან, რომ ტაო–კლარჯეთი კიდევ უფრო განვითრდეს. ასვე რელიგიური ტურიზმი უნდა განვავითაროთ აქ, მომლოცველები უნდა იყვნენ, გაიარონ მაგალითად წმინდა ნინოს გზა, ამაზეც უნდა ვიფიქროთ ყველამ ერთად.

ზურაბიშვილმა, ისევე როგორც ნინოწმინდაში, ორმაგი მოქალაქეობის მნიშვნელობის შესახებ ახალციხეშიც ისაუბრა: „ორმაგი მოქალაქეობა მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ევროპულ ქვეყანაშია ასეა, ამისთვის დავიწყე ბრძოლა პარლამენტში. ჩვენი ინტერესი უნდა იყოს რომ მოქალაქეები არ დავკარგოთ. მე ვიქნები თქვენი უფლებების დამცველი ქვეყნის შიგნით და გარეთ. ვიქნები დამოუკიდებელი პრეზიდენტი კრიტიკოსი, რომელიც ზუსტად მიიტანს მთავრობამდე პრობლემებს და არ ვიქნები მთავრობის მოქიშპე“.

სცენიდან სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ: "თქვენ მოდიხართ ისტორიიდან, ჩვენი არჩევანი დღეს ევროპაა, მნიშნველოვანია ის, რომ თქვენ მოდიხართ ევროპული განათლებით და პროფესორი ხართ ევროპული უნივერსიტეტის. ევროპული განათლება უალტერანტივო პერსპექტივაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე, თქვენ მოდიხართ ემიგრაციიდან, თქვენი გზავნილია დაბრუნდითო საქართველოში, სამშობლოში დაბრუნება გვიანი არასდროს არ არის".

ახალციხეში შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ადიგენსა და ბორჯომში შეხვდება. გუშინ, ორ ოქტომბერს მან შეხვედრები გამართა ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ასპინძაში.


[sknews.ge]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ზურაბიშვილი ნინოწმინდელებს: ‘ელემენტარული ქართულით უნდა საუბრობდეთ’
სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი[R]
სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა[R]
სალომე ზურაბიშვილი: განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს[R]
სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს[R]
ზურაბიშვილის დაპირებები ამომრჩევლებს ადიგენსა და ბორჯომში [Video]
‘ორლარიანი გამყიდველები ხართ’ – ასპინძაში ‘ოცნებას’ დაუპირისპირდნენ [Video]