FM97.5 / LIVE

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ნინოწმინდაში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, არჩევნები 03.10.2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ნინოწმინდაში ვიზიტის დროს ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ნინოწმინდაში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გუშინ, ორ ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის აგიტაციის შემცველი მასალა გამოქვეყნდა მინაწერით: „საქართველოს დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ნინოწმინდაში“.

ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატია და მას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. ორ ოქტომბერს იგი ნინოწმინდის კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდა, აქედან კი წინასაარჩევნო შეხვედრები ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გააგრძელა.

ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსი არფიკ ტოროიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ფეისბუქის გვერდი, რომელზეც ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი ფოტოებია გამოქვეყნებული, ნადვილად მათი ოფიციალური გვერდია, ამ გვერდს თავად მართავს და ფოტოებიც თავად ატვირთა: „რადგან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, ამიტომ გამოვაქვყნეთ ეს ფოტოები, მაგრამ თუ რეკლამად ითვლება მაშინ წავშლით“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ იურისტის გიგი ჩიხლაძის თქმით, ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებებით აგიტაცია ადმინისტრაციული რესურისის პირდაპირი გამოყენებაა: „ეს არის სალომე ზურაბიშვილის აგიტაცია, ამიტომ კანონით 2 000 ლარით უნდა დაჯარიმდეს ის პირი, ვინც ეს პოსტი გამოაქვეყნა. ამ ფაქტზე რეაგირება ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა მოახდინოს“.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ნინოწმინდაში

[თამუნა უჩიძე, ნინოწმინდა]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს ნინოწმინდის საოლქო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს განიხილავს
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე სასამართლო 30 ოქტომბერს გაიმართება
ნინოწმინდის საოლქომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ნინოწმინდის საოლქომ საკრებულოს აპარატის უფროსს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
საოლქოს ნინოწმინდის საკრებულოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ინფორმაცია არ აქვს
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა
სიტყვიერი გაფრთხილება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის