FM97.5 / LIVE

საჯარო მოხელეები სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 02.10.2018
რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დღეს, ორ ოქტომბერს, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამართულ შეხვედრებს ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ასპინძაში, სამუშაო საათებში საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ.

საჯარო მოხელეები სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე

დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს დღეს, ორ ოქტომბერს ამომრჩევლებთან შეხვედრები ნინოწმინდის კულტურის ცენტრიდან დაიწყო. აქ შეხვედრას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი ვლადიმერ ჩალათაშვილი დაესწრო.

„სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვაზე, რატომ ესწრებოდა სამუშაო საათებში პრეზიდენტობის კადიდატის შეხვედრას გვიპასუხა: „უკვე სამი დღეა შვებულებაში ვარ, ამიტომ აქ ყოფნის უფლებაც მაქვს“.

საჯარო მოხელეები სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე

სიტყვით გამოვიდა შეხვედრაზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიანი. „ერთი დღით შვებულება ჰქონდა აღებული, ხვალიდან კი სამსახურშ იქნება“, – გვითხრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა.

საჯარო მოხელეები სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე

ნინოწმინდაშიც, ახალციხეშიც და ასპინძაშიც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრებს მხარის გუბერნატორთან და მოადგილესთან ერთად, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძეც ესწრებოდა.

საჯარო მოხელეები სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე

„შვებულებაში ვარ და კანონით დასწრების უფლებაც მაქვს. თან შეხვედრაზე კიარ ვარ მოსული, ამ გუნდს ახლავს ერთი ჩემი ახლობელი და იმის ხათრით ვარ აქ, თორემ საარჩევნო კოდექსს ნუ მასწავლით ძალიან გთხოვთ“, – გვითხრა გაჩეჩილაძემ.

„სამხრეთის კარიბჭემ“ თვითმმართველობებიდან და სამცხე–ჯავახეთის გუბერნიიდან ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა იმის გადასამოწმებლად, მართლაც სარგებლობდნენ თუ რა აღნიშნული საჯარო მოხელეები დღეს, ორ ოქტომბერს შვებულებით.

ზურაბიშვილის შეხვედრებს რეგიონში სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, სკოლების, ააიპ–ებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საჯარო მოხელეები სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე


„ევროპული საქართველოს“ ნინიწმინდა–ახალქლაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არსენ კარაპეტიანი ირწმუნება, რომ ახალქალაქის არა ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის გამო ჩაიშალა: „მაგალითად, სოფელ ეშტიის სკოლაში დირექტორმა მაღალი კლასის მოსწავლეები ჩამოიყვანა შეხვდრეაზე, ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად დიდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მთელი რეგიონის პოლიცია აქ არის“.

ეშტიის სკოლის დირექტორი ლალაზარ აროიანი აცხადებს, რომ შეხვედრაზე სკოლის პედაგოგების ნაწილი მართლაც იყო, თუმცა მხოლოდ ისინი ვისაც თავისუფალი დრო ჰქონდათ: „ჩვენ კი ერთი კვირის წინ ყველა კლასთან ერთად დასუფთავების აქცია დავგეგმეთ და ნინოწმინდის მიმდებარე ტერიტორიას ვასუფთავებდით“.

სასწავლო პროცესის ჩაშლის შესახებ კარაპეტიანის განცხადებას სიცრუეს უწოდებენ ახალქალაქის საგანმანართლებლო რესურსცენტრში: „მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, გამორიცხულია".

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე განმარტავს, რომ სამუშაო საათებში საჯარო მოხელეების საარჩევნო შეხვედრაზე ყოფნა აგიტაციაში მონაწილეობაა, ამის გამო პირი კანონით 2000–მდე ლარით ჯარიმდება: „ეს ნიშნავს აგიტაციაში მონაწილეობას, ამ შემთხვევაში კი საარჩევნო კოდექსში არის შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც მხოლოდ საჯარო პირების შეხვდრაზე ყოფნა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, თუმცა ეს არ ეხება ყველას ვინც საჯარო სამსახურში მუშაობს, მაგალითად, მერს და მის მოადგილეს, ან გუბერნატორს და მის მოადგილეს“.

სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრებს, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საკრებულოს დეპუტატები, პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები და თბილისიდან ჩამოსული სხვა წევრები ესწრებოდნენ.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2018 ‘მეტალოპლასტმასის ფანჯრებზე პასუხისმგებლობას ვიღებ, კედელი სააგენტომ ამოაშენა’ – მონასტრის წინამძღვარი

22.10.2018 ‘სოფელი დაიცლება’ – ზიკილიელები დაგეგმილი ელექტროგადამცემის მშენებლობაზე

22.10.2018 ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]

22.10.2018 ახალციხეში მოსწავლეებისთვის იმიტირებული არჩევნები გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ნინოწმინდაში
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიასა და მერიებში წინასაარჩევნოდ შვებულებით 192 თანამშრომელი სარგებლობს
საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალციხეში ზურაბიშვილთან შეხვედრაზე [Video]
საოლქოს ნინოწმინდის საკრებულოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ინფორმაცია არ აქვს
დღეს ნინოწმინდის საოლქო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს განიხილავს
სალომე ზურაბიშვილი ნინოწმინდაში მოსახლეობას ხვდება
‘ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ცოტახნით შევირბინეთ’ – მერიიდან შვებულებაში ერთდროულად 40 თანამშრომელი იყო