FM97.5 / LIVE

ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად სასამართლო დასახელდა

მთავარისაზოგადოება 09.07.2013
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" გლობალური კორუფციის ბარომეტრის უახლესი კვლევის თანახმად, ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად სასამართლო სახელდება, (რესპონდენტების 51%), შემდეგ მედია (42%) და შემდეგ პარლამენტი (34%).

ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად სასამართლო დასახელდა
გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევის ფარგლებში, 2012 წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვისას, ნაკლებად კორუმპირებულ ინსტიტუტებად დასახელდა რელიგიური ორგანიზაციები (გამოკითხულთა 81% ამბობს, რომ ეკლესია არ არის ან ნაკლებად კორუმპირებულია), ჯარი (73%) და არასამთავრობო ორგანიზაციები (71%).

„კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ სასამართლო სისტემაში დაწყებული რეფორმები უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ასევე გვჭირდება პროკურატურის რეფორმირება. პროკურატურა ძლიერი ინსტიტუტია და ის ხელისუფლებისგან სრული დამოუკიდებლობით უნდა გამოირჩეოდეს. დღეს საქართველოს პროკურატურა საკმაოდ ხშირად პოლიტიზირებულია. მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლოს ნდობა უნდა ჰქონდეთ,“ – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დაკვეთით, საქართველოში გამოკითხვა ჩაატარა გამოკითხვებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა IPM-მა, რომელმაც პირისპირ გამოკითხა საქართველოში მცხოვრები 1,000 მოქალაქე (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა) 2012 წლის სექტემბერში. გლობალური კორუფციის ბარომეტრი, რომელსაც ბერლინში მდებარე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნო ახორციელებს, ერთადერთი გამოკითხვაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკვლევს საზოგადოებრივ აზრს კორუფციაზე. 2013 წლის გლობალური კორუფციის ბარომეტრი 107 ქვეყანაში 114,270 ადამიანის შეხედულებებს და გამოცდილებებს ასახავს.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

TI: გამოკითხულთა 53%–ის აზრით სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა
'საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ' ახალციხეში რეგიონული ოფისი გახსნა
გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საჯარო დაწესებულებებში კორუფციაა – NDI
'საერთაშორისო გამჭვირვალობის' რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციას
განწყობა ევროკავშირის, NGO-ებისა და ბიზნესკომპანიების მიმართ – კვლევის შედეგები
ახალციხის მერი TI-ს კვლევაზე: ‘ბევრი კვლევებით მე პირველ ადგილზე ვარ’
არასამთავრობოების მიმართვა ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე