FM97.5 / LIVE

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა:'ექსპერტიზის დასკვნა გააყალბეს'

მთავარისიახლე, სამართალი 01.10.2018
ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს გარდაცვალების მიზეზის გასარკვევად ერთკვირიან ვადას აძლევს. ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს.

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა:'ექსპერტიზის დასკვნა გააყალბეს'
შვილმკვდარი მამა ამტკიცებს, რომ სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა იმის გამო გააყალბა, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადათ. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გადაკეტვას, ქუთაისში მდებარე მესამე ქვეით ბრიგადასთან აქციების გამართვას და სამტრედიის მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩაშლას აანონსებს. ამის შესახებ გარდაცვლილის მამამ გია ჩაჩუამ იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გაურკვეველია ჩემი შვილის გარდაცვალების მიზეზები. მაინტერესებს, რით გარდაიცვალა ჩემი შვილი. თუ ერთი კვირის ვადაში პასუხი არ მეცოდინება, პროტესტის ყველა ზომას მივმართავ," - ამბობს გია ჩაჩუა.

საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე. მისი თქმით, მტკიცებულებები თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს აბათილებს.

31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის სოფელ გომის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა. მათივე თქმით, თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ მიეცათ.

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Topnews.com.ge ავრცელებს.


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2018 ‘მეტალოპლასტმასის ფანჯრებზე პასუხისმგებლობას ვიღებ, კედელი სააგენტომ ამოაშენა’ – მონასტრის წინამძღვარი

22.10.2018 ‘სოფელი დაიცლება’ – ზიკილიელები დაგეგმილი ელექტროგადამცემის მშენებლობაზე

22.10.2018 ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]

22.10.2018 ახალციხეში მოსწავლეებისთვის იმიტირებული არჩევნები გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა: ‘ჩემი შვილი მოკლეს’
22 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე  ექსპერტიზა დასრულდა
გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა: ‘ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ამას თვითონ ვერ იზამდა’
თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალციხეში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო
გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარს  ექსპერტიზა უტარდება
ორფოლოში მომხდარზე თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ექსპერტი ჯარისკაცის გარდაცვალებაზე: ‘დაავადებაა, ოღონდ უნდა დავადგინოთ რომელი’