FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’ მიერ პლაკატების გაკვრის კანონიერებას შეისწავლიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 01.10.2018
მარდის დასახლებაში, ვაჟა–ფშაველას და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე დავით ბაქრაძის პლაკატებია გაკრული. აღნიშნული ტერიტორია საარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი ადგილების ნუსხაში შეტანილი არ არის.

ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’ მიერ პლაკატების გაკვრის კანონიერებას შეისწავლიან

მარდის დასახლებაში ამბობენ, რომ "ეროპული საქართველოს" პრეზიდენტობი კანდიდატის დავით ბაქრაძის პლაკატები დაახლოებით ორი კვირის წინ გააკრეს.

ადგილი, სადაც ბაქრაძის პლაკატებია გაკრული საკრებულოს მიერ მიღებულ არც აკრძალულ და არც ნებარდართულ ნუსხათა ჩამონათვალშია.

„ყოველთვის იკვრებოდა მაგ ადგილზე. ის რაც აკრძალული არ არის, დაშვებულია“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცახდებენ, რომ ამ საკითხზე დაწყებულია მოკლევა: „თუ დადგინდა პიროვნება, ამ შემთხვევაში შესაბამის ზომებს გავატარებთ“.

„საერთაშორისო გამჭირვალობა– საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე პლაკატის გაკვრა ნებადართული არ არის და შესაბამისად მუნიციპალიტეტს შეუძლია პარტია დააჯარიმოს: „ეს ადგილიც აკრძალულში უნდა ჩაითვალოს, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ მსგავსი ფაქტები თითქმის ყველა არჩევნებზეა და აღსრულებაც არ ხდება–ხოლმე“.

შეგახსენებთ, რომ თუ სააგიტაციო მასალა წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე არ იკვრება, ამით ქალაქის იერსახე მახინჯდება, შესაბამისად პარტია ადმინისტრაციული წესით ჯარიმდება.ჯარიმის ოდენობა 50 ლარიდან იწყება.

ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’ მიერ პლაკატების გაკვრის კანონიერებას შეისწავლიან

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ვაშაძის პლაკატების გამო „ოცნებამ“ საჩივარი დაწერა
სხვილისში ბაქრაძის პლაკატების გაკვრას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
მერია დარღვევით გაკრულ პლაკატებზე: თუ არ ვიცით ვინ გააკრა, ოქმს ვერ შევადგენთ
ახალქალაქში საგზაო ნიშანზე გრიგოლ ვაშაძის პლაკატები გააკრეს
„ოცნების“ სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე
გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
‘ევროპული საქართველოს’  საარჩევნო პლაკატებს საღებავი შეასხეს