FM97.5 / LIVE

ქართული თაფლის გზა ევროპისაკენ [Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.10.2018
ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე სხვა პროდუქტებთან ერთად არ გადის, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მისი ექსპორტიც შესაძლებელი გახდება. რა ეტაპები უნდა გაიაროს ქართულმა თაფლმა ევრობაზარზე მოსახვედრად.

ქართული თაფლის გზა ევროპისაკენ [Video]

უკვე ერთი წელია რაც ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც მალე ევრობაზარზე თაფლს გაიტანენ. თუმცა, ჯერ ქართველ ფერმერებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ შესასრულებელი. მათ შორის ერთ–ერთი თაფლის ხარისხის შემოწმებაა, ამისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში უკვე 11 ლაბორატორია ფუნქციონირებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში ამ ეტაპზე თაფლს ორი მიმართულებით – უვნებლობასა და ხარისხზე იკვლევენ. ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ამბობს, რომ თაფლის შემოწმებაზე მოთხოვნა ნაკლებია. მისი თქმით, მიმდინარე წელს, ლაბორატორიამ სულ რაღაც ოცამდე თაფლის სინჯი გამოიკვლია. მიუხედავად ამისა, ისინი მზადარიან, პროდუქტის ევრობაზარზე გასატანად კვლევის სფეროები კიდევ უფრო გააუმჯობესონ.



ქართული პროტუქტის და მათ შორის თაფლის ევროპის ბაზარზე გატანა ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილია.
,, Enpard” - ის საინფორმაციო ხელმძღვანელი თამარ ხუნწარია გვიყვება, რომ სხვა პროდუქტებისაგან განსხვავებით თაფლმა სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და ვერც ევროპულ ბაზარზე მოხვდა.



იმისათვის, რომ ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე მოხვდეს, ერთ–ერთი მოთხოვნა მისი რაოდენობის ზრდაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო კოოპერატივები შექმნა. საქართველოში ასეთი უკვე ათობით კოოპერატივი ფუნქციონირებს.

მათ შორის ერთ–ერთია კოოპერატივი „ქართული ნექტარი“, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი ახალციხეში, სოფელ მუსხში მცხოვრები ზაზა ივანიძეა. მისმა თაფლმა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, სხვადასხვა გამოფენაზე მოწონება უკვე დაიმსახურა, ახლა კი ყველა სტანდარტის დაცვას ცდილობს იმისათვის, რომ ევროპის ბაზრზეც მოხვდეს.

„მესმის, რომ ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრება მარტივი არ არის, ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. პირველი რაც იყო ძველი თაფლის სკები ახლით ჩავანაცვლე და თაფლის დასაწურად თანამედროვე დანადგარები შევიძინე. დიდი იმედი მაქვს, მალე ჩემი თაფლი ყველანაირ სტანდარტს დააკმაყოფილებს“,– ამბობს ფერმერი ზაზა ივანიძე.

ქართული თაფლის გზა ევროპისაკენ [Video]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2019 მძღოლები, რომლებსაც ავარია არ დაუფიქსირდებათ, შეღავათებით ისარგებლებენ

20.02.2019 ნინოწმინდაში ორლოვკიდან სპასოვკამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა

20.02.2019 ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას მოქალაქეები 1 მარტამდე შეძლებენ

19.02.2019 ‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე ღიაა [R]
მეურნე: მესხი მეფუტკრე [Video]
ქართული თაფლის კონტროლის სისტემა  ევროკავშირმა აღიარა [R]
რა იცვლება თაფლის წარმოებაში
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებს [R]
ქართულმა თაფლმა ევროკავშირის აღიარება მიიღო
ახალციხეში ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე იმსჯელეს