FM97.5 / LIVE

მიტროპოლიტი თეოდორე ზურაბიშვილის განცხადებებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.10.2018
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ფიქრობს, რომ „სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, თავისი ნაფიქრი კარგად ვერ გადმოსცა“.

მიტროპოლიტი თეოდორე ზურაბიშვილის განცხადებებზე

„მე ვერ შევაფარებ ზურაბიშვილის ვერცერთ გამონათქვამს. ომთან დაკავშირებით თვითონაც სხვადასხვანაირად ამბობს, ხან ისე ამბობს და ხან ასე, მე უფრო მგონია რომ მან კარაგად ვერ გადმოსცა თავისი ნაფიქრი“, – ამბობს მიტროპოლიტი თეოდორე.

რაც შეეხება მის პოზიციას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო: „სამწუხაროა ის, რომ ამ ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო საქართველომ. ამის აცილება რომ შეგვძლებოდა, ძალიან კარგი იქნებოდა“.

მიტროპოლიტი თეოდორე ამბობს, რომ იგი სალომე ზურაბიშვილს, ისევე როგორც პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს აფასებს და შესაბამისად პატივს სცემს მის მოსაზრებებსაც: „შეიძლება ჩვენ წინააღმდეგი ვიყოთ მისი რომელიმე მოსაზრების, მაგრამ როგორც ადამიანი ძალიან დიდ პატივს ვცემ მას და ძალიან დიდად ვაფასებ როგროც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტობის ერთ–ერთ კანდიდატს, ისე როგორც ყველა დანარჩენს“.

დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს აგვისტოს ომთან დაკავშირებთ სხვადასხვა განცხადება გაავრცელა:

6 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, სადაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ომი საუკუნეების წინ რუსეთმა დაიწყო, თუმცა „ჩვენ ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში“ და საომარი ვითარების ეს ნაწილი საქართველომ დაიწყო. მანვე განმარტა, რომ „ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია“, რომელსაც ევროკავშირიც ადასტურებდა.

სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომზე ისაუბრა 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც. მისი თქმით, საომარი მოქმედებები დაიწყო იმ დროს, როდესაც „საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, საქართველო იყო გაფრთხილებული თავისი ყველა მოკავშირეებისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა და გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა“.

უფრო მოგვიანებით კი სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.10.2018 ‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

12.10.2018 ‘პარლამენტი არ უნდა წყვეტდეს, რას ჩავიცვამთ’ – მუსლიმი ქალები ნიქაბისა და ბურკის აკრძალვაზე

12.10.2018 ლაბორატორიული კვლევით გაირკვა, რომ ხეების ხმობის მიზეზი სოკოვანი დაავადებები არ არის

12.10.2018 ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე
'ქართული ოცნება' არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია[R]
სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი[R]
სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობას ხვდება [R]
სალომე ზურაბიშვილი: ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური  სასამართლოს მიმართავს[R]
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია