FM97.5 / LIVE

ადიგენში პოლიციის თანამშრომელს ცემაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, სამართალი 30.09.2018
32 წლის კაცი ყვება, რომ იგი ადიგენში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ოპელით“ „ფოლკსვაგენს“ შეეჯახა. ავარიის შემდეგ „ფოლკსვაგენიდან“ ორი პიროვნება გადმოვიდა, მათ შორის ერთ–ერთი პოლიციის ფორმით გენადი კირვალიძე იყო. მას ორივე ფიზიკურად გაუსწორდა.

ადიგენში პოლიციის თანამშრომელს ცემაში ადანაშაულებენ

ამის შესახებ ინფორმაციას „იმედის კვირა“ ავრცელებს, სიუჟეტი ეთერში დღეს, 30 ოქტომბერს გავიდა.

შემთხვევა, 28 აგვისტოს, სოფელ არალთან, დაახლოებით, 20:00 საათზე მოხდა. ამ დროს ახალგაზრდა კაცი სოფელ უდიდან ახალციხისკენ საკუთარი „ოპელის მარკის“ ავტომანქანით მეგობართან ერთად მიდიოდა. ამბობს, რომ ავტომობილს ნასვამ მდომარეობაში მართავდა, ნასვამი იყო მის გვერდზე მჯდომი პიროვნებაც: „არალის გადასახვევთან ავარია მოგვივიდა. გვერდით მომავალმა „ფოლკსვაგენმა“ გამომასწრო, აბგონზე გადიოდა და მეც იგივე აბგონზე გასვლის დროს დავარტყი. რული რო დავკეცე, მაშინ გავუსვი მის მანქანას. შეჯახების შემდეგ „ფოლკსვაგენი“ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მე კი გზაზევე გავჩერი“.

„ოპელის“ მძღოლი ამბობს, რომ „ფოლკსვაგენიდან“ ორი პირი გადმოვიდა, მათ შორის ერთს პოლიციის ფორმა ეცვა: „დაიწყო ჩხუბი, მეც დავარტყი, ისიც მირტყამდა. ზუსტად ვიცი, რომ პოლიციის თანამშრომელი მირტყამდა“.

მისივე თქმით, იგი ინციდენტის შემდეგ მეგობართან ერთად ისევ საკუთარ მანქანაში ჩაჯდა და უკან, უდისკენ გაბრუნდა. მანქანა რამდენიმე წუთში პოლიციამ გააჩერა. მძღოლი ჯერ ადიგენის საავადმყოფოში, შემდეგ, კი ადიგენის პოლიციის შენობაში დასაკითხად გადაიყვანა.

„სასტიკად იყო ნაცემი, მთელი თვალი ჰქონდა გადმობრუნებული. არ მიიღო ადიგენის საავადმყოფომ და გადაწყვიტა, რომ თბილისში წასულიყო . ახლა მისი მდგომარეობა დამაკამყოფილებელია“, – ამბობს „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

თბილისის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში 32 წლის კაცს გამოკვლევა 29 აგვისტოს ჩაუტარდა. სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით მას მარცხენა თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა, სკალპის ზედაპირული ტრავმა და მარცხენა წარბის დაზიანება აღენიშნება.

სამარჯიშვილი ამბობს, რომ ნაცემმა ახალგაზრდამ პოლიციიის თანამშრომელი შემთხვევით ამოიცნო, მომხდარიდან ერთ კვირაში, ოთხ სექტემბერს, ადიგენის პოლიციაში დაკითხვაზე ყოფნისას: „იგი ასახელებდა, რომ ქერა თმების მქონე, დაახლოებით, 30 წლის პოლიციელი იყო, რომელსაც პოლიციის ფორმა ეცვა. როდესაც დაკითხვაზე ავედით, ადიგენის პოლიციაში დაინახა და თქვა, რომ ეს ადამიანია. გავდა კი არ უთვამს, ეს ადამიანი იყო, გენადი კირვალიძე“.

ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ადიგენის პოლიციის თანამშრომელი გენადი კირვალიძე: „არ მიცემია, სამსახურში ვიყავი და 28 აგვისტოს ვასრულებდი სამსახურეობრივ მოვალეობას. ავარიის შემსწრე ვარ და არა მონაწილე. მე მძღოლებს ვაშველებდი ავარიის შემდეგ“.

შემთხვევის ადგილზე რომ ჩხუბი და დაპირისპირება იყო ამაზე „ფოკლსვაგენის“ მარკის მანქანაში მჯდომი ლაშა მარტინენკო და მისი მეღლეც ადასტურებენ, თუმცა ორივე მათგანი ირწმუნება, რომ გენადი კირვალიძეს არავისთვის დაურტყამს.

კირვალიძის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლით იძიებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე კი ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

[sknews.ge]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

09.12.2018 10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინიდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ბორჯომში ავარიის შედეგად 65 წლის  კაცი დაშავდა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
სოფელ ხეოთთან ავარიისას დაშავებულ კაცს ოპერაცია გაუკეთეს
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა
სოფელ კლდეში ავარიის შედეგად 72 წლის კაცი გარდაიცვალა
ავარიის დროს მიმალული მძღოლი შემთხვევის ადგილას დაბრუნდა