FM97.5 / LIVE

დავით ბაქრაძე ახალციხეში მხარდამჭერებს შეხვდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.09.2018
დღეს, 29 სექტემბერს "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ახალციხეში, მესხეთის დრამატული თეატრის დარბაზში ამომრჩევლებს შეხვდა.

დავით ბაქრაძე ახალციხეში მხარდამჭერებს შეხვდა

შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან "ევროპული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ბაქრაძის მიმართვა, დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდა. მან ამომრჩევლებს 28 ოქტომბერს, არჩევნების დღეს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„სახლში დამჯდარი ადამიანი არის მთავრობისთვის გაკეთებული საჩუქარი. ნუ აჩუქებთ თქვენს ხმას მთავრობას, ის არ იმსახურებს ამას. ის რომ არჩევნების დღეს არჩევნებს არ გავაყალბებინებთ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ გაყალბება ის არის როცა პედაგოგს, გამგეობის, ან დაცვის თანამშრომელს დაიბარებენ და ეტყვიან თუ ვის უნდა მისცეს ხმა. ჩხუბს ნურავის დაუწყებთ, კაბინაში როცა შეხვალთ, თქვენ თქვენი არჩევანი გააკეთეთ“, – მიმართა ბაქრაძემ დარბაზში შეკრებილებს.

გამარჯვების შემთხვევაში იგი ამომრჩევლებს არაერთი პრობლემის მოგვარებას დაპირდა: „პენსია აუცილებლად უნდა გაიზარდოს. 50 ლარით გუშინაც და ექვსი თვის წინაც შეიძლება გაზრდილიყო, ამის ფული ბიუჯეტში არის. არ ზრდიან, რადგან არ არის პოლიტიკური ნება, აბა ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც აქტიური ლიდერი იქნება, ნახავთ პენსია გაიზრდება თუ არა“.

ბაქრაძის თქმით, პრეზიდენტი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს ინვესტორების მოძიებაზე უნდა ზრუნავდეს. ქვეყანაში ინვესტორების შემოყვანით კი სამუშაო ადგილების გაჩენასა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე უნდა ფიქრობდეს: „უმუშევრობა უზარმაზარი პრობლემაა და თითქოს პრეზიდენტს არაფერი შეუძლია, როგორ არ შეუძლია, ხშირად დადის ვიზიტებზე პრეზიდენტი უცხოეთში, ის არ უნდა დაბრუნდეს ისე, თუ ბიზნესმენი, ან ინვესტორი არ ჩამოიყვანა ქვეყანაში“.

მისი თქმით დღეს ქვეყანაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი განათლების პრობლემაა: „ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, ოჯახს არ აქვს ფული. არადა თუ რომელიმე ოჯახში სტუდენტია სოციალურ დახმარებას უხსნიან, შვილი სტუდენტი გყავს და ე.ი. ფულის გადახდა შეგიძლიაო. პრეზიდენტს 5–მილიონიანი სარეზერვო ფონდი აქვს. ყველას არ ეყოფა ეს ფული ბუნებრივია, მაგრამ ცოტას ხომ მაინც ეყოფა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ ისწავლოს?!“

მისივე თქმით, ხელი უნდა შეეწყოს არალეგალურად საზღვარგარეთ მყოფ პირებსაც: „უცხოეთში რომ მუშაობენ ქართველები 500–600 ევროს იღებენ, მათ გვერდით ასევე ლეგალურად დასაქმებულ ქართველს კი 1000 ევროს უხდიან. ამ მიმართულებით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია პრეზიდენტს“.

დავით ბაქრაძე ახალციხეში მხარდამჭერებს შეხვდა

[sknews.ge]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.10.2018 ‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

12.10.2018 ‘პარლამენტი არ უნდა წყვეტდეს, რას ჩავიცვამთ’ – მუსლიმი ქალები ნიქაბისა და ბურკის აკრძალვაზე

12.10.2018 ლაბორატორიული კვლევით გაირკვა, რომ ხეების ხმობის მიზეზი სოკოვანი დაავადებები არ არის

12.10.2018 ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბაქრაძე მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში ამომრჩევლებს შეხვდა
‘აქ რელიგიური ტურიზმი უნდა განვითარდეს’ – ზურაბიშვილი ახალციხეში ამომრჩევლებს ხვდება
დავით ბაქრაძე აწყურისა და ხიზაბავრის მოსახლეობას შეხვდა
„ნაციონალებმა“ ახალციხეში საარჩევნო პროგრამა წარადგინეს
ზურაბიშვილის დაპირებები ამომრჩევლებს ადიგენსა და ბორჯომში [Video]
დავით ბაქრაძის დახურული შეხვედრა მესხეთში
დავით ბაქრაძე: ხალხს არ სჭირდება დაკეტილი რაბათი