FM97.5 / LIVE

ასპინძაში ‘შოთაობა’ 52–ედ აღნიშნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.09.2018
დღეს, 29 სექტემბერს, დილიდან ვარძიაში სპორტული და კულტურული ღონისძებები მიმდინარეობდა. ადგილობრივებმა მესხური კერძები და პროდუქტები, ასევე, ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს. ასე ასპინძაში "შოთაობა", უკვე 52–ედ იზეიმეს.

ასპინძაში ‘შოთაობა’ 52–ედ აღნიშნეს

ვარძიის ქვაბულების ძირში დღეს დილიდან ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ცხოვრების ამსახველი ნახატები იყო გამოფენილი. რუსთაველის სახალხო მუზეუმიდან გამოტანილ სურათებზე პოეტის იყალთოს აკადემიაში, ათონის სკოლასა და იერუსალიმში მოღვაწეობა იყო წარმოდგენილი. იმ დიდი აბრების ფონზე კი, რომლებზეც „ვეფხისტყაოსნიდან“ აფორიზმები იყო გამოტანილი, ადგილობრივებს ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები ჰქონდათ გამოფენილი.

მხარტვარმა რეზო გვირჯიშვილმა ტონირებულ თაბაშირზე დახატული მესხეთის ისტორიული ძეგლები, ეთერ ღამბაშიძემ კი ქვილთის საბნები და ბალიშები გამოფინა. ასპინძის საინტეგრაციო ცენტრმა მოხატული მინის ბოთლები, თექის ყვავილები და მოქარგული ტომრები წარმოადგინა, ტექსტილის სახლმა „თუთამ“ პაჭიჭები, ეთნოგრაფიული თოჯინები და ხევსურული ჩანთები. „მაკას ხელნაკეთი ნივთების“ სახელოსნომ ჩანთების აქსესუარები, ქვილთის აპლიკაციები, „თიოგემ“ კი ხის სათამაშოები, სანათები და ღვინის ბოთლის ჩასადგამები გამოიტანა გასაყიდად.

ასპინძაში ‘შოთაობა’ 52–ედ აღნიშნეს

„დღეს ჩვენ საროს, ნიჯგორსა და აწყვიტას წარმოვადგენთ. გამოვფინეთ ჩვენი თაფლი, ბაქმაზი, ტყლაპი. ასევე, აქვე ვაკეთბთ წეროს ხინკალს და სირონის კერძს, რომელიც მაწვნისა და ცხიმისგან მზადდება“, – ამბობს ქეთინო ნათენაძე.

აქვე იყო წარმოდგენილი ასპინძაში მოქმედი საკონდიტროს „კარამელის“ ტკბილეული ფახლავა და ერევნის ქადა.

ასპინძაში ‘შოთაობა’ 52–ედ აღნიშნეს

სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ სცენაზე სამცხე–ჯავახეთში მოქმედი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა კონცერტი გამართეს.

მოწვეულ სტუმრებსა და ადგილბორივებს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მერმა როსტომ მოგრაქველიძემ და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ სახახლო დღესასწაული მიულოცეს. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ „შოთაობა“ ბევრად უფრო მასშტაბურად უნდა აღინიშნებოდეს.

„უფრო მასშტაბურად უნდა აღვნიშნავდეთ ამ დღსასწაულს, რადგან რუსთაველი მსოფლიო დონის გენიოსია, საუკუნეების წინ მის პოემაში დაწერილი სიბრძნით დღემდე ვხელმძღვანელობთ“, – ამბობს მიტროპოლიტი თეოდორე.

ასპინძაში ‘შოთაობა’ 52–ედ აღნიშნეს

ამირანაშვილი კი აცხადებს, რომ „შოთაობის“ აღნიშვნაში არა მხოლოდ ასპინძა, არამედ რეგიონის მუნიციპალიტეტები და საქართველოს სხვა კუთხეებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები: „როცა ვიხსენებთ რუსთაველს, ეს ნიშნავს იმას რომ ვიხსენებთ ჩვენ სამშობლოს და იმას თუ ვისი გორისა ვართ. მიხარია, რომ ეს დღე მრავალი წელია აღინიშნება“.

მაკა ბერიძემ აქცენტი დღეს, ახალციხის ციხეზე გამართულ „ევროპის დღეებზე“ გააკეთა: „მესხეთი ევროპას შოთაობით ეხმიანება და ეს შემთხვევითი არ არის. გენიოსმა შოთა რუსთაველმა საუკუნეებით გაუსწრო ევროპულ რენესანსს. უნდა ვიამაყოთ რადგან არ არსებობს ევროპული ღირებულება, არ არსებობს არცერთი საკაცობრიო ღირებულება, რომელსაც „ვეფხისტყაოსანი“ არ ეხმაურება“.

ღონისძიების მიმდინარეობისას, ტრადიციულად, ასპინძაში ახლადშეუღლებულ სამ წყვილს „ვეფხისტყაოსანი“ საზეიმოდ გადასცეს და ქორწინება მიულოცეს. როსტომ მაგრაქველიძემ რუსთაველის პოემა აჩუქა: ხვიჩა ნადირაძეს და იამზე ზედგინიძეს, ნოდარ რიჟამაძეს და ქრისტინე ყურმაშვილს, მუხრან ველიჯანაშვილსა და ნათია ადამიანცს.

ასპინძაში ‘შოთაობა’ 52–ედ აღნიშნეს

ასევე დღეს გამოვლინდნენ გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ პოეტებისა და მწერლებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები: ეკა კვანტალიანი, ფარნაოზ რაინაული, ეთერ თეთარაიძე, კობა არაბული და ნათია ჭინჭარაული.

„ლექსებს ვწერ მას შემდეგ რაც წერა დავიწყე. პირველად საჯაროდ ჩემი დაწერილი ლექსი მეხუთ კლასში გაკვეთილზე წავიკითხე. ამ კონკურსში გამარჯვება ჩემთვის იმის დაფასებას ნიშნავს რაც ყველაზე ძალიან მიყვარს“, – ამბობს ჭინჭარაული.

ასპინძაში ‘შოთაობა’ 52–ედ აღნიშნეს

კულტურული ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები ქვის აზიდვასა და ჭიდაობაში. პირველ ადგილი ჭიდაობაში მიიღეს: მათე ხმალაძემ, ვაჟა მაისურაძემ, ბექა ბერიძემ, ლევან დავლაშერიძემ და ლევან მაგრაქველიძემ. აბსოლუტურში კი ლევან ბაგრატია გავიდა.

ასპინძაში ‘შოთაობა’ 52–ედ აღნიშნეს

ქვის აზიდვაში პირველობა სამცხე-ჯავახეთის რაგბის ნაკრების ,,ტაოს'' წევრმა ნიკა ზაზაძემ მოიპოვა.

ასპინძაში ‘შოთაობა’ 52–ედ აღნიშნეს

ღონისძიებები ვარძიაში თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასასრულს ადგილბორივი თივთმმართველობის წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამომავლოდ ასპინძაში შოთა რუსთაველის სახლმუზეუმი მოეწყობა.

"ამ საკითხზე მუდმივად ვმსჯელობთ, იმედი მაქვს რომ რუსთაველის სახლმუზეუმის გასაკეთებლად სახსრები გამოჩნდება", – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

ასპინძაში ‘შოთაობა’ 52–ედ აღნიშნეს

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

13.12.2018 ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

12.12.2018 სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის

12.12.2018 GDI: ჯავახეთში მწვავედ დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის პრობლემა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს
ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს
ასპინძაში 'შოთაობას' ზეიმობენ
ასპინძამ, შესაძლოა, ‘შოთაობა’ აღარ აღნიშნოს
ასპინძაში შოთა რუსთაველის სახლ-მუზეუმის გაკეთებას გეგმავენ
სახალხო დღესასწაული - ”შოთაობა”
26 სექტემბერს ვარძიაში 'შოთაობის' დღესასწაულს იზეიმებენ