FM97.5 / LIVE

ვალელები სასმელი წყლის ყოველდღიურად მიწოდებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 08.07.2013
ვალეში სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ, მხოლოდ 40 წუთით მოდის. მოსახლეობა წყლის ყოველდღე მიწოდებას ითხოვს.

ვალელები სასმელი წყლის ყოველდღიურად მიწოდებას ითხოვენ
“40 წუთი ძალიან ცოტაა, მით უფრო ზაფხულში, როცა წყალი ყველაზე მეტად გჭირდება“, - აცხადებს ვალის რწმუნებული ზურაბ ნასყიდაშვილი.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრობლემით დაინტერესდებიან.

„დღესვე შევხვდებით „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის უფროსს. გავეცნობით პრობლემას და თუ შესაძლებელი იქნება, ვალის მოსახლეობას წყალი ყოველდღე მიეწოდება“,-ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე.

მისივე თქმით, ვალელებს წყალი ელექტროსაქაჩების მეშვეობით მიეწოდებათ, რაც ძვირი ჯდება და პრობლემებიც ამიტომ აქვთ.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვალეში სასმელი წყლის მიწოდება პრობლემაა. ივლისის დასაწყისში ვალეში წყალი ერთი კვირის განმავლობაში არ ჰქონდათ, რის გამოც ვალელებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა გადაკეტეს. ამის შემდეგ მათ წყალი ჯერ ავზებით დაურიგეს, შემდეგ კი დაზიანება შეაკეთეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ვალელებს წყალი ისევ არ აქვთ
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ვალეში 100-მდე ოჯახს ერთი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ვალის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება
ვალის მოსახლეობას წყალი წყალმზიდებით მიეწოდება