FM97.5 / LIVE

ახალციხეში 'ევროპის დღე' აღინიშნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.09.2018
"ევროპის დღე 2018", ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გასართობი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. პარალელურად, დამთვალიერებლებს ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.

ახალციხეში 'ევროპის დღე' აღინიშნა

დღეს, 29 სექტემბერს, "ევროპის დღე" ახალციხის ციხეზე ოფიციალურად 13:30 საათზე გაიხსნა. ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძებაზე მისულ მაყურებელს ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა და ფრანგმა სენატორება მიმართეს.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთი მყარი და ძლიერი არასდროს ყოფილა. ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლის შესახებ, გვაძლევს საშულებას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობა. ევროკავშრი დაეხმარება, საქართველოს, რომ მან მაღალი სტანდარტები დანერგოს. ამ პროცესების მხარდასაჭერად კი 300 000 მილიონზე მეტი იხარჯება“, – აღნიშნა ევროკავშირის დელეგაციის წევრმა საქართველოში, მიკოლაი ბელასიაკიმ.

მისივე განმარტებით, სამცხე–ჯავახეთში დაახლოებით ოცდაათი ინიციატივა, პროგრამები და პროექტები ხორციელდება, რომლებსაც ევროკავშირი აფინანსებს.

ღონისძიებაზე, ევროპასთან ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ. ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპის ნაწილი და მზად ვართ შევუერთდეთ იმ ფერხულს, რომელშიც ევროპის ქვეყნები არიან გაერთიანებულნი".

ოფიციალური გახსნის შემდეგ, ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი და სპორტული ღონისძიება მოეწყო. ანიმატორების დახმარებით, ბავშვებისათვის სახალისო თამაშები და შეჯიბრებები გაიმართა.

ციხის მეორე ნაწილში კი მოყვარული გუნდები ერთმანეთს კალათბურთში დაუპირისპირდნენ.

"რვა გუნდი მონაწილეობს, კალათბურთის მოყვარული ახალგაზრდების მიერ შედგა. თითოეულ გუნდში ოთხი ახალგაზრდა თამაშობს, მათგან სამი ძირითადი მოთამაშე, ერთ კი სათადარიგოა", – განმარტავს ახალციხის მერიის სპორტული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი, მაია სხირტლაძე.

ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორებმა სტურმებს ის პროგრამები გააცნეს, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მათ შორის – "ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამა", "ადამიანის უფლებები ყველასათვის", "განათლება დასაქმებისათვის", "ევროკავშირი ბიზნესისათვის" და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა". თითოეული პროგრამის შესახებ, ინფორმაციის მიღება მსურველებს საგანგებოდ მოწყობილ კარავში შეეძლოთ. სადაც პროგრამის წარმომადგენლები ინფორმაციასთან ერთად, სხვადასხვა საჩუქარსა და საინფორმაციო ბუკლეტს გასცემდნენ.

"ჩვენ წარმოვადგენთ ევროკავშირის პროგრამას, რომელიც ემასახურება საქართველოში შრომით ბაზრის პირობებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. პროგრამა ოთხი წლის განვალობში შვიდ სხვადასხვა პროექტს მოიცავდა. დღეს, ვცდილობთ, მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა ამ პროგრამის ფარგლებში და როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ის", – განმარტავს ევროკავშირის პროგრამის "დასაქმება, პორფსიული განათლება, პროფესიული გადამზადება" კომუნიკაციის ხელმძღვანელი თათა საყვარელიძე.

ევროპის დღე ყოველ წელს "შუმანის დეკლარაციის" იუბილესთან დაკავშირებით აღინიშნება. 1950 წელს, რობერტ შუმანმა (იმ დროისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა) გააჟღერა იდეა, რაც ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შექმნას გულისხმობდა. ომის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნების გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირის შექმნას, რომელიც დღეს 28 სახელმწიფოს 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და უკვე 60 წელია ევროპაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია.

წლევანდელი ღონისძიების თემა "ჩვენი მრავალფეროვანი ევროპაა", რომელიც ევროპის ქვეყნების განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს. თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა' – ახალციხეში 'ევროპის დღე' საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება [R]
ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
12 მაისს სამცხე – ჯავახეთს ევროკავშირის ელჩი ესტუმრება
ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
ახალქალაქში ევროპის დღეები აღნიშნეს
ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ
ახალციხეში ევროპის კვირეული გაიხსნა