FM97.5 / LIVE

საქართველოში USAID-ის ახალი ხელმძღვანელი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.09.2018
USAID-ის დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის ახალი დირექტორი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა. ადამ შმიტი რეგიონში საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო.

საქართველოში USAID-ის ახალი ხელმძღვანელი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობდა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის ახლადდანიშული დირექტორი ადამ შმიტი საქართველოში თვენახევრის წინ ჩამოვიდა. რეგიონებში მისი პირველი ვიზიტი, 27 და 28 სექტემბერს, სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო.

ორი დღის განმავლობაში, ადამ შმიტი არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს, ასევე ახალგაზრდებსა და მედიის წარმომდგენლებს შეხვდა: „ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს ახალგაზრდებმა, რომლებიც ჩართულები არიან სხვადასხვა პროგრამებში და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ თემისა და საზოგადოების განვითარებაში, ცდილობენ დანერგონ ახალი სტრატეგიები“.

ვიზიტის ფარგლებში, ადამ შმიტი „სამხრეთის კარიბჭესაც“ სტუმრობდა: „თქვენ პიონერები ხართ ამ საქმეში რასაც აკეთებთ. ის ფაქტი, რომ გაზეთიდან მუშაობა ვებ–გვერდზე განაგრძეთ, შეეცადეთ, რომ რაღაცა შეგეცვალათ და იმდენად მოქნილები იყავით, რომ კარგად მოერგეთ ახალ გარემოს, ძალიან მნიშვნელოვანია“, – გვითხრა მან.

შმიტის განმარტებით, საერთაშორისო სააგენტო საქართველოში მუშაობის ახალ ეტაპს იწყებს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყანას იმაში, რომ მან შეძლოს თვითუზრუნველყოფა, თავად გააძლიეროს დემოკრატიული პრინციპები, ეკონომიკა და თავადვე განახორციელოს ის პროექტები, რომლებიც ესაჭიროება.

„ჩვენი ერთ–ერთი ახალი პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებული გვაქვს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. ვცდილობთ, რომ მოქალაქეებმა თავიანთი ხელით შეიტანონ განცხადებები თვითმმართველობაში და სთხოვონ მათ პრობლემის მოგვარება. ეს პროგრამა ხელს უწყობს იმას, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე გახდეს“, – ამბობს ადამ შმიტი.

USAID იგივე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში უკვე 26 წელია მუშაობს. პროგრამები, რომლებსაც ორგანიზაცია ახორციელებს, ქვეყანაში არსებული პრიორიტეტების, მისი საჭიროებების შესაბამისად იცვლება.

ამ ხნის მანძილზე, ასოციაციის პროექტები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა, გამჭვირვალობა, მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა, სხვადასხვა საზოგადოებრივი თემის დახმარება, ასევე მთავრობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.10.2018 ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ

12.10.2018 ‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

12.10.2018 ‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

12.10.2018 ‘პარლამენტი არ უნდა წყვეტდეს, რას ჩავიცვამთ’ – მუსლიმი ქალები ნიქაბისა და ბურკის აკრძალვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
რეგიონებში იურიდიული დახმარების ქსელი იქმნება
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა [R]
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა დაიწყო
3 ივნისს ახალციხეს აშშ–ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესტუმრება
სამცხე–ჯავახეთს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდა
ამერიკის დღეებს ახალციხეში აშშ–ს ელჩი დაესწრო