FM97.5 / LIVE

რითი დაეხმარება ადიგენის მერია ოჯახს, რომელმაც ბავშვი გაჭირვების გამო პანსიონატში ჩააბარა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 28.09.2018
ადიგენის მერიაში ამბობენ, რომ მათ იმ ოჯახის მდგომარეობა, რომელმაც ბავშვი სოციალური პრობლემების გამო პანსიონატში ჩააბარა, შეისწავლეს.

რითი დაეხმარება ადიგენის მერია ოჯახს, რომელმაც ბავშვი გაჭირვების გამო პანსიონატში ჩააბარა

ადიგენის მერის მოადგილის არსენ ბალახაშვილის თქმით, შეჭირვებულ ოჯახში მერის წარმომადგენელი იყო: „მდგომარეობა მართლაც მძიმეა. ეს ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა და ბოლო დროს გადმოვიდა ადიგენში. მათ ბავშვი სოციალური პრობლემების გამო მართლაც პანსიონატში გაგზავნეს. ჩვენ ბიუჯეტიდან მათთვის თანხის გაწერა მედიკამენტებისა და პროდუქტებისთვის შეგვიძლია. თუმცა ამისთვის ჯერ განცხადება, ფორმა ასი და სხვა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ“.

ბალახაშვილის თქმით, მერის წარმომადგენელმა ოჯახის წევრებს იმის შესახებ, თუ რა უნდა წარადგინონ მერიაში, ინფორმაცია უკვე მიაწოდა: „ვიდრე შესაბამის საბუთებს არ შემოიტანენ ჩვენთან, გამიჭირდება გითხრათ, თუ რა თანხის გამოყოფა იქნება შესაძლებელი ბიუჯეტიდან“.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში, ერთ–ერთ სოფელში, ფინანსური პრობლემების გამო, მშობლებმა 10 წლის ბიჭი სკოლა–პანსიონში ჩააბარეს. ოჯახი სოციალურ დახმარებას არ იღებს. უფლებადამცველების თქმით კი სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ბავშვი ბიოლოგიურ მშობლებს არ დაშორდეს.

[sknews.ge]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

13.12.2018 ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

12.12.2018 სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის

12.12.2018 GDI: ჯავახეთში მწვავედ დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის პრობლემა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘გაჭირვების გამო ბავშვი პანსიონატში ჩავაბარეთ’ – შეჭირვებული ოჯახი დახმარებას ითხოვს
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
იაკობაძეებს, რომლებსაც ბინა სააღსრულებომ გაუყიდა, სახელმწიფო ვერ დაეხმარება
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 28 სექტემბერი [Audio]
ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება
ადიგენში ხანძრის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიწვა
ადიგენის მერია  ჩორჩნის სკოლის ეზოში გამავალ არხს მოაწესრიგებს