FM97.5 / LIVE

კუმურდოს სკოლის მოსწავლეები დირექტორს დაუპირისპირდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.09.2018
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, რომ დირექტორი კლასების დალაგებას აიძულებს. ვითარებას განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს.

კუმურდოს სკოლის  მოსწავლეები დირექტორს დაუპირისპირდნენ

საინფორმაციო სააგენტო „ჯეინიუსის“ ცნობით, მოსწავლეები სკოლის დირექტორის გადაყენებას ითხოვენ. მათი პროტესტის გამო კი 24 სექტემბერს სასწავლო პროცესი ჩაიშალა.

„მოსწავლეებს დაავალა, რომ თავიანთი კლასი დაელაგებინათ. ეს საკითხი მშობლებმა გააპროტესტეს. ორი დამლაგებელი იყო, ნახევარს ბავშვები ალაგებენ, ნახევარს დამლაგებლები. ამბობდა ბიუჯეტში ფული მეტი არ გვაქვს და იძულებული ვარ თქვენ გთხოვოთ დახმარებაო. როგორც გაირკვა შტატით მესამე დამლაგებელიც ყოფილა, ხელფასიც ჰქონია, მაგრამ სკოლაში არადროს მისულა და არ დაულაგებია“, – ამბობს სოფლის დეპუტატი აშოტ საარიანი.

მისი თქმით, დირექტორი მოსწავლეებთან და მშობლებთან აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა : „სამი დღეა ახალი დამლაგებელი მოიყვანა და ის ალაგებს კლასებს, მაგრამ მშობლები არ აპირებენ გაჩერებას. ამბობენ დირექტორი სკოლიდან უნდა წავიდესო“.

სკოლის დირექტორმა არმენ პოლორჩიანმა „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი ტელეფონი გამორთო.

„ჯეინისუთან“ კი განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს: „სკოლა დიდია დამლაგებლები ვერ ასწრებდნენ დალაგებას, ამიტომ იძულებული გავხდი მოსწავლეებისთვის დამევალებინა კლასების დალაგება. სამინისტროში შტატის დამატებას ვითხოვდი და ამის შესახებ ინფრომაცია გაგზავნილი მქონდა“.

მომხდარზე კომენტარს არ აკთებენ ახალქალაქის საგანმანართლებლო რესურსცენტრში.

განათლების სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ სკოლაში ვითარების შესასწავლად აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები არიან შესულები.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

21.01.2020 არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კუმურდოს სკოლა პროტესტიდან სამი დღის შემდეგ
მოხეს სკოლის მუსლიმი მოსწავლეები დირექტორის გადადგომას ითხოვენ
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
მოხეს სკოლის მოსწავლეებს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ხვდება
პროტესტი აზავრეთის სკოლაში - მოსწავლეები მთელი კვირაა გაკვეთილებზე არ დადიან
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
მოხეს სკოლის მუსლიმი მოსწავლეები აქციებს შეწყვეტენ