FM97.5 / LIVE

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, ფარეხაში აშენდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.09.2018
სამცხე–ჯავახეთში ექვსივე მუნიციპალიტეტის მონაწილეობით მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ასაშენებლად მიწა ახალციხეში, სოფელ ფარეხის ტერიტორიაზე გამოიყოფა.

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, ფარეხაში აშენდება

ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა, ტერიტორია, სადაც მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი უნდა მოეწყოს, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

„დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები სამინისტროსთან იმის თაობაზე, რომ ეს ადგილი მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვიდეს. აქ წლების წინ ძაღლთსაშენი იყო და მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარიც ამ ადგილზე განთავსდება“, – გვითხრეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სამცხე–ჯავახეთში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენება ექვსივე მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადაწყდა. აღნიშნული პროექტისთვის მუნიციპალიტეტები თანხას მომავალი, 2019 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ, თუმცა, პროექტის ზუსტი ღირებულება ჯერ გაწერილი არ არის.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.01.2019 'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

15.01.2019 ბორჯომში ექვსი 'ჭკვიანი' კამერა დამონტაჟდა

15.01.2019 თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

15.01.2019 TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მგფ–მ ახალციხეში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ცხოველთა თავშესაფარი კეთდება
კვირის აქცენტი: ცხოველთა თავშესაფარი [Video]
სამცხე–ჯავახეთს ცხოველთა თავშესაფრის პროექტი საჩუქრად გადასცეს
ახალციხის მერიამ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი ავტორის გარეშე შეცვალა
როგორი იქნება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე–ჯავახეთში [Photo]
სამცხე-ჯავახეთში  მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარის აშენება იგეგმება
ახალციხეში მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაცია-კასტრაციას უტარებენ