FM97.5 / LIVE

ვის მოუხდა ამჯერად თავის მართლება ორშაბათის თათბირზე

მთავარიპოლიტიკა 08.07.2013
სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონის უფროსის მოადგილე თათბირზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ურავლის თემის გაერთიანების რწმუნებულმა სოფელ მუსხში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ვის მოუხდა ამჯერად თავის მართლება ორშაბათის თათბირზე
ოქრომელიძეების ოჯახს სოციალური დახმარება 2 თვის წინ შეუწყდა. ოჯახის უფროსი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს. მისთვის გაუგებარია რატომ შეუწყდა ერთადერთი დახმარება.

„ოჯახის უფროსს ცალი თვალი არ აქვს, შვილი ინვალიდი ჰყავს, მეუღლესაც მძიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული. მათი სოციალური მდგომარეობა არ შეცვლილა, თუმცა დახმარება მაინც შეუწყდა“,- განაცხადა ურავლის თემის გაერთიანების რწმუნებულმა ბადრი ზაზაძემ დღეს, 8 ივლისს ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე.

თუ რატომ გახშირდა აღნიშნული ფაქტები, ამის გარკვევა გამგებელმა სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონის უფროსის მოადგილესთან მზია გაგლოშვილთან სცადა, გაგლოშვილს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

მისი თქმით, ხშირად იცვლება დეკლარაცია, ასევე მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტი მალავს შემოსავლებს, გარკვევის შემთხვევაში კი მათ დახმარება ეხსნებათ.

„ეს იმის ბრალია, რომ სააგენტოში არაპროფესიონალები გყავთ“,-უთხრა ურავლის თემის გაერთიანების რწმუნებულმა სოცილაური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელს.

მსგავსი შემთხვევები რომ გახშირდა ამას ადასტურებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელიც. მისი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრი კითხვა დაუგროვდა: „გაურკვეველი მიზეზების გამო ძალიან ბევრს ეხსნება სოციალური დახმარება. მიზეზების გასარკვევად და შუამდგომლობისთვის კი ჩვენთან მოდიან“.

გამგეობა სოციალური მომსახურების სააგენტოს სთხოვს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სოციალური დახმარება შეუწყდათ მიზეზი წერილობით აცნობონ.

გარდა ამისა გამგეობა დაინტერესდა თუ რამდენ ოჯახს შეუწყდა დახმარება ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა

ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
სოციალურად დაუცველი ოჯახი პროტესტის ნიშნად შვილს სოც.სამსახურში ტოვებს
საარსებო შემწეობის მოხსნის  გამო, დავით ცერცვაძე შიმშილობის დაწყებით იმუქრება
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება