FM97.5 / LIVE

ახალციხის მაჟორიტარი სტუდენტების დახმარებას პრეზიდენტსაც სთხოვს

მთავარისაზოგადოება » განათლება 08.07.2013
სტიქიით დაზარალებულ სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფინანსებაზე თუ მთავრობა უარს ეტყვის, ახალციხის მჟორიტარი დახმარებას პრეზიდენტს სთხოვს.

ახალციხის მაჟორიტარი სტუდენტების დახმარებას პრეზიდენტსაც სთხოვს
გასული წლის ივლისში სეტყვის შედეგად დაზარალებული სტუდენტების მშობლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვაჟა ჩიტაშვილმა პარლამენტში წაიყვანა.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში არ გახლდათ, ამიტომ მშობლები მის მოადგილეს შევახვედრე. ავუხსნეს მათი მდგომარეობის შესახებ და მინდა გითხრათ, რომ მოადგილემ მათი ნაამბობი არგუმენტირებულად მიიჩნია“, - ამბობს ჩიტაშვილი.

მისი თქმით, მშობლებმა კომიტეტში განცხადებაც დატოვეს: „პასუხს მე მაცნობებენ“.

ჩიტაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტის მხირდან სტიქიით დაზარალებული სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გადახდის შანსი ნაკლებია: „თუ უარი გვითხრეს, მაშინ პრეზიდენტს მივმართავ“.

სტიქიით დაზარალებული 10 სტუდენტიდან ამ დრომდე სწავლის საფასურის დაფარვა მხოლოდ 2-მა შეძლო.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის მოვალების შემსრულებლის მოადგილის ნიკოლოზ ახალკაცის განმარტებით მათ თანხის შეტანის ვადა 25 აგვისტოს ეწურებათ: „ერთი დღით ადრეც თუ შემოიტანენ, სტუდენტების სტატუსი ჩვეულებრივ აღუდგებათ“.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ის 10 სტუდენტი, რომელთა ოჯახებიც გასული წლის ივლისში სეტყვამ დააზარალა, სწავლის ღირებულების დაფარვას სახელმწიფოსგან სასწავლო წლის ბოლომდე ელოდნენ. 5 ივნისს კი შეიტყვეს, რომ მთავრობა მათ დახმარებას არ აპირებდა და თითოეულ მათგანს სწავლის საფასური თავად უნდა გადაეხადა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

შვიდ სტუდენტს შესაძლოა სტუდენტის სტატუსი შეუწყდეს
ვაჟა ჩიტაშვილი დაზარებული სტუდენტების მშობლებს პარლამენტში წაიყვანს
ანონსი-ორმაგად დაზარალებული სტუდენტები
უსამართლობა თუ გაუგებრობა - ორმაგად დაზარალებული სტუდენტები
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტატუსი 29 სტუდენტს შეუჩერდა
გარიცხულ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ