სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რისი შეეშინდა ბორჯომის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს?

მთავარისაზოგადოება 07.07.2013
მას შემდეგ რაც ბორჯომის საკრებულოს საფინანსო კომისიამ საბავშვო ბაღების შემოწმება დაიწყო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ია ტლაშაძემ, სამსახური დატოვა.

რისი შეეშინდა ბორჯომის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს?
სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ია ტლაშაძემ 1 ივლისს დაწერა. ბორჯომის მუნიციპალტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ია ტლაშაძემ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკრებულოს საფინანსო კომისიამ მუნიციპალიტეტის ბაღების შემოწმება დაიწყო.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კომისია 17 მაისს შევიდა.

“საბავშვო ბაღების შემოწმება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაგვევალა. შემოწმება არ დასრულებულა. დადგენილება მომავალ კვირაში გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე სრულყოფილად პასუხს ვერ გაგცემთ“, -განაცხადა საკრებულოს საფინანსო კომისიის ხელმძღვანელმა თამაზ გოგოლაძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელის მარინა გელაშვილის განმარტებით, ბაღების შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ბორჯომში უკმაყოფილო მშობელთა რაოდენობამ იმატა. ეჭვქვეშ დადგა საბავშვო ბაღებში ხორცის ხარისხიც.

„ქუჩაშიც გაიგონებდით, რომ ბაღებში პრობლემები იყო. ხშირი იყო მშობლების უკმაყოფილებაც. ჩემი თანამშრომლები პერიოდულად ამოწმებენ ბაღებში მდგომარეობას. ბოლო პეროდია სისტემატურად არ მოგვწონს ხორცი. გამგებელმა საზოგადოებრივი აზრის დარბაზის სხდომაზე განაცხადა, რომ შეინიშნება დარღვევები და ეს არის დანაშაული თუ შეცდომები ამას გავარკვევთ, თუ საჭიროა პასუხს აგებს დამნაშავე, თუ არა შენიშვნებით შემოვიფარგლებითო“,- ამბობს გელაშვილი.

გელაშვილი გაერთიანებული ბაღების დირექტორს დადებითად ახასიათებს, თუმცა ფიქრობს, რომ როგორც ხელმძღვანელი, სუსტია: „ყველაფერზე კრთოდა, ეშინოდა. მომწოდებელს კატეგორიულად უნდა მოსთხოვო პროდუქციის საბუთი, ეს ამბავი ჩემამდე არც უნდა მოდიოდეს. ია ტლაშაძისთვის ყურის ახევა არავის უნდოდა, მაგრამ, მივხვდით, რომ მას ზურგი და დახმარება სჭირდებოდა. ამ ქალბატონს კი უმტყუნა ნერვებმა, დატოვა განცხადება და წავიდა“.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძეც. იგი არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ბაღის მენეჯერის გათავისუფლების საკითხი დადგეს.

„არ ხდებოდა ნორმალურად კონტროლი საკებ პროდუქტებზე, ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ შემოწმება. დარღვევებს ქლბატონია ია მას შემდეგ გაეცნო, რაც თანამდებობიდან წასვლის განცხადება დაწერა. ვფიქრობ, რომ ყოფილი დირექტორი განათლებული და წესიერი ადამიანია, მაგრამ არა იმ კუთხით, რომ ის იყოს ბაღების გაერთიანების უფროსი. ვეცდები, რომ დარჩეს ადმინისტრაციაში თუმცა, არა გაერთიანების უფროსად, არამედ სხვა პოზიციაზე. მის განთავისუფლების განცხადებას ხელი უკვე მოვაწერე. რაც შეეხება სხვა ბაღების ხელმძღვანელებს, შესაძლოა მათი გათავისუფლების საკითხი დადგეს“, - ამბობს დიმიტრი ბერიძე.

რატომ დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ია ტლაშაძემ, „სამხრეთის კარიბჭესთან“ დეტალების მოყოლისგან თავი შეიკავა. თუმცა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის გამგებელი სხვა თანამდებობას შესთავაზებს, უარის თქმას არ აპირებს.

ია ტლაშაძე ბორჯომის გაერთიანებული ბაღების უფროსად 2012 წლის 12 ნოემბერს დაინიშნა.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

17.07.2018 ახალციხეში დაზიანებული ატრაქციონების შეკეთება დაიწყეს

17.07.2018 ფოტოკონკურსი 'ჩემი თვალით დანახული სამყარო'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გაერთიანებული ბაღების ყოფილი ხელმძღვანელი მერიაში დაასაქმეს
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
ახალციხის ბაღების გაერთიანებას ახალი უფროსი ჰყავს
ბორჯომში ბაღების რეაბილიტაცია დასრულდა
საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებები იგეგმება
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა
რატომ შეწყდა სწავლა ასპინძის ბაღებში