FM97.5 / LIVE

ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 24.09.2018
ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე მცხოვრებლები ტროტუარების და სანიაღვრე არხების მოწყობას, სახლების დანომვრას და ბოძებიდან ჩამოყრილი სატელეფონო ხაზების გასწორებას ითხოვენ.

ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე მცხოვრები ცირა ყულჯანიშვილის სახლის საძირკველს წყალი ყოველი წვიმის შემდეგ აზიანებს: „ჩვენ ქუჩაზე სახლების კიბეები დაბლა ჩადის, ანუ რამდენიმე საფეხურით ქვევით უნდა ჩახვიდე. სხვა ქუჩებიდანაც აქ გროვდება ნიაღვარი და მიმართულება თუ არ შეუცვალე სახლში შემოგივარდება“.

ყულჯანიშვილებმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახლში ჩასასვლელი კიბის სხვაგვარად მოწყობა გადაწყვიტეს, თუმცა, სარემონტო სამუშაოების დროს, სამშენებლო მასალის სახლამდე მიტანა გაუჭირდათ: „ტელეფონის ხაზები ბოძიდან ძალიან დაბლაა ჩამოწეული, ამიტომ სატვირთო მანქანა ქუჩაზე ვერ შემოვიდა. ხელით ვზიდეთ ყველაფერი“.

მთაწმინდელის ქუჩაზე მცხოვრებლები ტროტუარებისა და სანაიღვრე არხების მოწყობასთნ ერთად, სახლების დანომვრასაც ითხოვენ.

„სტუმრებს ძალიან უჭირთ მოგნება ამ ქუჩის, ზედ არაფერი აწერია და ვერ იგებენ სად არიან“, – ამბობს ყულჯანიშვილის მეზობლად მცხოვრები ჰასმიკ აივაზიანი და ამატებს, რომ მათ უბანში, ასევე, აუცილებელია მწოლიარე პოლიციელის გაკეთება, – "მანქანები ძალიან სწარაფად მოძრაობენ, ბევრი ბავშვია და საშიშია".

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ადგილობრივებს მათ ქუჩაზე არსებული პრობლემების მოგვარების თხოვნით არ მიუმართავთ: „არ შემოსულა განცხადება ჩვენთან. შევისწავლით მათ პრობლემებს და გავაკეთბთ ყველაფერს რასაც შევძლებთ.

ინფორმაცია დაზიანებული სატელეფონო ხაზების შესახებ არც "სილქნეტში" ჰქონდათ: „დავაფიქსირებთ ამ საკითხს და გადავცემთ შესაბამის განყოფილებას, ამის შემდეგ ჯგუფი გავა ადგილზე და შეისწავლის პრობლემას“.

ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხეთის ქუჩაზე ‘მწოლიარე პოლიციელის’ განთავსებას ითხოვენ
მთაწმინდელის ქუჩაზე დაზიანებული სადენის აღდგენა დაიწყეს
ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
ჭყონდიდელის ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაკეთბას ითხოვენ
ხანძთელის ქუჩაზე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას ითხოვენ
ვარძიის ქუჩაზე  გარე განათებისა და კიბის მოწყობას ითხოვენ
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ღია არხის მოწესრიგებას ითხოვენ