FM97.5 / LIVE

ახალციხეში ვაშაძის პლაკატების გამო „ოცნებამ“ საჩივარი დაწერა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 21.09.2018
ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში, სამანქანო ხიდის ორივე მხარს, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატის პლაკატებია გაკრული. აღნიშნული ტერიტორია კი საარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი ადგილების ნუსხაში შეტანილი არ არის.

ახალციხეში ვაშაძის პლაკატების გამო „ოცნებამ“ საჩივარი დაწერა

ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თამჯდომარის გიორგი გვარამაძის თქმით, მათ ვაშაძის პლაკატები საბარგო სადგურზე, ხიდზე, ორი დღის წინ შენიშნეს და ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისს შეატყობინეს: „ეს ტერიტორია საკრებულოს მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი ადგილების ნუსხაში არ არის. ამიტომ ამის შესახებ მივწერეთ პარტიას, მათ კი განცხადება უწყებათშორის კომისიაში შეიტანეს და იმსჯელებენ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საბარგო სადგურზე გაკრული პლაკატების შესახებ არაფერი იციან: „ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც პლაკატებს აკრავენ, საკრებულოს დამტკიცებული ნუსხა აქვთ და აკრძალულ ადგილებში ვერ გააკრავდნენ. რატომაა მანდ გაკრული ვერ გეტყვით“, – ამბობს ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ბალიაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილები 10 აგვისტოს სხდომაზე განსაზღვრა, ჩამონათვალში კი საბარგო სადგურზე ხიდი ნახსენები არ არის.

იურისტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, როცა მასალა წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე არ იკვრება, ქალაქის იერსახე მახინჯდება და ამისთვის პარტია ადმინისტრაციული წესით ჯარიმდება.

„ამ შემთხვევაში, რეაგირება მუნიციპალიტეტმა, ან შსს–მ უნდა მოახდინოს. ადმინისტრაცოიულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით კი ჯარიმის ოდენობა 50 ლარიდან იწყება“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.
არც შსს–სა და არც ახალციხის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

„ამ შემთხვევაში არა თუ პარტია, არამედ ის პირი უნდა დაჯარიმდეს ვინც პლაკატები გააკრა. ჩვენ კი ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, – გვითხრეს ახალციხის მერიაში.

ახალციხეში ვაშაძის პლაკატების გამო „ოცნებამ“ საჩივარი დაწერა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’ მიერ პლაკატების გაკვრის კანონიერებას შეისწავლიან
მერია დარღვევით გაკრულ პლაკატებზე: თუ არ ვიცით ვინ გააკრა, ოქმს ვერ შევადგენთ
ახალქალაქში საგზაო ნიშანზე გრიგოლ ვაშაძის პლაკატები გააკრეს
პლაკატების ნარჩენები ქალაქში – ელით თუ არა პარტიებს დაჯარიმება
სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება ახალციხის სოფლებში
საარჩევნო პლაკატების ომი

პარტიებისთვის პლაკატების გასაკრავი ადგილები თანაბრად გადანაწილდება