FM97.5 / LIVE

პოლონეთსა და სამცხე–ჯავახეთში მოქმედმა NGO-ებმა შშმ პირების საჭიროებებზე იმსჯელეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.09.2018
შშმ პირებთან მომუშავე ათზე მეტმა პოლონურმა ორგანიზაციამ ახალციხეში, ქართველ კოლეგებთან შეხვედრა გამართა. მათ ადგილობრივებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

პოლონეთსა და სამცხე–ჯავახეთში მოქმედმა NGO-ებმა შშმ პირების საჭიროებებზე იმსჯელეს

„გვინდა ჩვენი საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ, აქ ამისთვის ვართ. 50 წლის წინ დემოკრატიის შენების პროცესში ისეთივე პრობლემები გვქონდა, რაც დღეს თქვენ გაქვთ. თუმცა, სხვა ქვეყნების გამოცდილება პირდაპირ არ უნდა გადმოვიღოთ, მას საკუთარი ხერხები უნდა შევმატოთ. ვფიქრობ დღეს თქვენთანაც იგივე პრობლემები იკვეთება რაც ჩვენთან, ესაა საკანონმდებლო ხარვეზები და ფინანსური პრობლემები,“ – განაცხადა პოლონეთში შშმ პირების საჭოროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაზიმერ იეტნოროგმა.

პოლონელი სტუმრები უკვე შეხვდენენ ასპინძის და ახალციხის თვითმმართველობების წარმომადგენლებს.

„ასპინძის მუნიციპალიტეტმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იქ შშმ პირებზე ზრუნავენ და მათთვის ბევრს აკეთებენ“, – გვითხრა ქალაქ ოპოლეს შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა და ქართულ–პოლონური პროექტის კოორდინატორმა ამბობს იეტნოროგიმ.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა სამცხე-ჯავახეთში მოქმედმა ათამდე არასამთავრობო როგანიზაციამ მიიღო.

„ჩვენი ორგანიზაცია „ტალიტა კუმი“ 18 წელს ზემოთ შშმ პირებს ეხმარება, ჩვენთვის პოლონელი კოლეგების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი გვესაუბრნენ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ქცევის მართვის შესახებ და ეს ჩვენი ცენტრისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა,“ – ამბობს „ტალიტა კუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომელი თინათინ მათოშვილი.

შშმ პირთა მხარდასაჭერი ფესტივალი „იცხოვრე ჩვენთან ერთად“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამნისტროს მხარდაჭერით ხორციელდაბა და მიზნად სამცხე–ჯავახეთში შშმ პირების აქტუალურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ისახავს. ღონისძიება ახალციხის ციხეზე, 22 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]
შშმ პირების საახალწლო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
ახალციხეში შშმ პირების საახალწლო ნამუშევრები გამოფინეს
'ტალიტა კუმის' ბენეფიციარებმა ღონისძიება გამართეს [Photo]
შშმ პირთა  ცენტრების პედაგოგებისათვის შეხვედრები მიმდინარეობს
‘ბედნიერები ერთად’ – ტრენინგების მესამე ეტაპი იწყება
შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალციხეში ფესტივალი გაიმართება