FM97.5 / LIVE

'ჩვენ გეძებთ შენ '– ახალციხეში დასაქმების ფესტივალი ჩატარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.09.2018
დღეს, 21 სექტემბერს ახალციხის ციხეზე დასაქმების ფესტივალი "ახალციხე ჯობს" გაიმართა. მის ფარგლებში, დამსაქმებელი კომპანიები და სამსახურის მაძიებლები ერთმანეთს გაეცნენ.

'ჩვენ გეძებთ შენ '– ახალციხეში დასაქმების ფესტივალი ჩატარდა

ღონისძიება, ღია ცის ქვეშ 13:00 საათზე დაიწყო და ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დამსაქმებლის რანგში ძირითადად, საბანკო–საფინანსო, ფარმაცევტული და სადაზღვეო კომპანიები იყვნენ წარმოდგენილები. სამსახურის დაწყების მსურველებმა კი მათთვის საინტერესო კომპანიებს საკუთარი რეზიუმეები დაუტოვეს და გასაუბრების პროცესი ადგილზე გაიარეს.

"ქართულ–ფრანგული ერთობლივი პროექტია – "კავკასიური რძე" და გვინდა ერთი თანამშრომლის აყვანა, რომელიც იქნება პირუტყვის კვებისა და საკვებ წარმოების კუთხით დასაქმებული ჩვენთან. ასევე გვინდა, რომ სტუდენტები ავიყვანოთ ერთჯერადი ღონისძიებისათვის, როგორც მოხალისეები", – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ყულჯანიშვილი.

სამსახურის მაძიებლებს შორის, ერთ–ერთი იყო სტუდენტი ეკა მღებრიშვილი. მან რეზიუმეები რამდენიმე ბანკის წარმომადგენელს დაუტოვა: "ძირითადად დაინტერესებული ვარ „კრედო“–ში მუშაობით. იმიტომ, რომ მე თვითონ ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსაწვლობ, ბიზნესის განხრით".

კიდევ ერთმა სამსახურის მაძიებელმა, ნინო მაისურაძემ რეზიუმეები სააფთიაქო ქსელებისა და ბანკების წარმომადგებლებს დაუტოვა: "ბანკები უკეთესია, რადგან მაღალი ანაზღაურება აქვთ და განვითარების მეტი პერსპექტივაცაა. კარგი იქნება, თუ შემდეგშიც ჩატარდება მსგავსი ღონისძიება და უფრო მეტი კომპანია მიიღებს მონაწილეობას".

გარდა ამისა, დღესვე ახალციხის ციხეზე, "კრეატიული განვითარების ცენტრმა" დასაქმებისა და კარიერული წინსვლის თემაზე ვორქშოფები ჩაატარა.

ფესტივალი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, studentjob.ge-ისა HR hub-ის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტის "ჩვენ გეძებთ შენ" საქართველოს უნივერსიტეტისა და USAID–ის პროექტის "ზრდის" მხარდაჭერით ხორციელდება.

'ჩვენ გეძებთ შენ '– ახალციხეში დასაქმების ფესტივალი ჩატარდა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2020 საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

24.05.2020 მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

23.05.2020 სოფელ ორლოვკაში გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ

23.05.2020 მძღოლების ნაწილს მანქანის ტექნიკური ინსპექტირების გავლა ორი თვით გაუხანგრძლივდათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დასაქმების ფესტივალი გაიმართება
ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 21 სექტემბერი [Audio]
"მეტი ფერები ჩემს ქალაქს" - ფლეშმობი ახალციხეში
‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]
„ახალციხის ციხეზე“ ქართული ცეკვის  ფესტივალი გაიმართა
ახალციხის ციხეზე „ვაინახური“ ფესტივალისთვის ემზადებიან