FM97.5 / LIVE

თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.09.2018
ახალციხის პროფესიული თოჯინების თეატრი 23 სექტემბერს პატარა მაყურებელს რიუნოსკე აკუტაგავას პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს "სიურპრიზს" უჩვენებს.

თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

სპექტაკლი დავით მაცხონაშვილის რეჟისორობით დაიდგა და მასში ხუთი მსახიობი თამაშობს: "ეს არის თავგადასავლი დიდ თეთრ ბომბორა ძაღლზე, რომელიც საკუთარი შიშების გამო, ამოისვარა ტალახში და ვერავინ ვეღარ ცნობს, ერთხელაც მდინარეში დახრჩობას გადაარჩენს ერთ ბავშვს და წყლიდან რომ გამოვა, ეს ტალახი ჩამოშორდება, მის გმირობაზე უამრავი ამბავი იწერება, თუმცა ძაღლმა ამის შესახებ არაფერი იცის", – ამბობს თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ქორიძე.

"სიურპრიზის" შემდეგ, თეატრში ანდერსენის მიხედვით სპექტაკლი "დროის ქურდები" დაიდგმება, შემდეგ კი "ნაცარქექია". იგეგმება ოპერის დადგმაც.

ოქტომბრის ბოლოს კი პატარა მაყურებელი პრემიერას იხილავს, რომლის პიესის ავტორი და რეჟისორი ვახტანგ ქორიძეა: "სპექტაკლი ეხება ჭორებს, თუ როგორ შეიძლება სხვისმა მოგონილმა ამბებმა, თუ მას ყურს დაუგდებ შენი ფერადი ცხოვრება შავ–თეთრად აქციოს", – გვიყვება რეჟისორი.

მისივე თქმით, სპექტაკლისათვის საჭირო თანხების მოძიება, ერთი წლით ადრე იწყება: "სეზონისთვის 5 000 ლარამდე თანხაა გამოყოფილი. ყველა სპექტაკლისათვის კეთდება ახალი თოჯინები. კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ერთი სპექტაკლის რეკვიზიტი მეორე სპექტაკლში არ გამოიყენო, ასევე თანხა გვჭირდება მუსიკისთვისაც, რომელსაც კომპოზიტორები სპექტაკლისთვის ქმნიან", – განმარტავს ქორიძე.

ამჟამად, თოჯინების თეატრს შვიდი შტატიანი მსახიობი ჰყავს, თუმცა განახლებულ სეზონზე კიდევ ერთი მსახიობის დამატება იგეგმება.
სპექტაკლები, ტრადიციულად, ყოველ კვირას, 13:00 საათზე იმართება. დასწრების ღირებულება კი 3 ლარია.

[ავთანდილ ინასარიძე, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება
თოჯინების თეატრი ახალ სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს
თოჯინების თეატრი კვირას წარმოდგენას გამართავს
ლექსო ჩემიამ მესხეთის თეატრში 'პატარა უფლისწული' დადგა [ვიდეო]
'ძალად ექიმი'–  ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება
„თოვლის დედოფალი“– თოჯინების თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა
'გადაგდებული პორტრეტი' – პრემიერა მესხეთის თეატრში