FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში საშემოდგომო სეზონისთვის ემზადებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.09.2018
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალი სეზონი ორ ოქტომბერს გაიხსნება და სპექტაკლები როგორც დიდ, ასევე მცირე სცენებზე გაიმართება.

მესხეთის თეატრში საშემოდგომო სეზონისთვის ემზადებიან

ორ ოქტომბერს, მესხეთის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლი „მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“ გაიმართება. ჯანრი კაშიას პიესა მესხეთის თეატრის სცენაზე რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა დადგა. სპექტაკლის პრემიერა 12 აგვისტოს შედგა, სეზონის გახსნაზე მას მაყურებელი მეორედ ნახავს.

რაც შეეხება თეატრის მცირე სცენას, მისი რეაბილიტაცია უკვე დასრულდა და აქ ბათუმელი რეჟისორი ვახტანგ ბერიძე პიესას სახელწოდებით "გადაგდებული პორტრეტი" დგამს. მისი პრემიერა 10 ოქტომბერს გაიმართება. წარმოდგენა 80 წელს გადაცილებული, ერთ დროს საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის, ეკატერინეს ცხოვრებას აღწერს: "სცენარში ასახულია სხვადასხვაგვარი სიყვარულის, ერთგულებისა და ძიების ამბები", – ამბობს ბერიძე.

ეს სპექტაკლი, მესხეთის თეატრის სცენაზე მისი მეორე ნამუშევარია. პირველად მან 2013 წელს დათო ტურაშვილი „დოდოს მოლოდინში“ დადგა.

„ამ სეზონზე მაუყრებელი ძალიან ბევრ სპექტაკლს ნახავს, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე მცირე სცენაც გვაქვს. ზამთრის პერიოდში გვიწყდებოდა-ხოლმე მუშაობა და მაყურებელს ხანგრძლივი დროით ვშორდებოდით, მაგრამ ახლა ეს აღარ მოხდება. ზამთარში მცირე სცენაზეც ვაჩვენებთ სპექტაკლებს“, – ამბობს მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლია სულუაშვილი.

მისივე განმარტებით, დასი ამ ეტაპზე გასტროლებისთვის ემზადება. მსახიობები 25 სექტემბერს, ქალაქ მინსკში გამართულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ბელორუსი რეჟისორის ანდრეი საუჩანკას მიერ დადგმულ სპექტაკლს – „თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“ აჩვენებენ.

მესხეთის თეატრში საშემოდგომო სეზონისთვის ემზადებიან

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'გადაგდებული პორტრეტი' – პრემიერა მესხეთის თეატრში
მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრში ოზურგეთის დასი სპექტაკლს გამართავს
მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
‘მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ’ - მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრის მსახიობები ბათუმში სპექტაკლს გამართავენ
„ყვარყვარე“ - პრემიერა მესხეთის თეატრში