სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ვარდავარი აღნიშნა

მთავარისაზოგადოება 07.07.2013
ვარდავარი, ტრადიციული დღესასწაული, რომელიც აღდგომიდან 98-ე დღეს აღინიშნება, ახალციხეში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა ახალციხეში, გრიგორ განმანათლებლის სახელობის ტაძარში იზეიმეს.

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ვარდავარი აღნიშნა
დღესასწაულის აღნიშნვნა დილის 11.00 საათზე წირვით დაიწყო. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მრევლმა ეკლესიის ეზოში ტრადიციული წუწაობის რიტუალი შეასრულა.

ვარდავარი ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტეს ფერისცვალებას უკავშირდება. სახარების მიხედვით, იესო ქრისტე მოციქულებთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე და ნათლით შეიმოსა, ფერი იცვალა. სახარებაში ნათქვამია, რომ ქრისტეს სამოსი გასხივოსნებული იყო. სწორედ ეს დღესასწაული დაედო საფუძვლად ერთმანეთისთვის წყლის შესხმას, წუწაობის ძველ ტრადიციას. წყლის შესხმის დროს მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ. მათი რწმენით, წყალი განასახიერებს საღმრთო მადლს.

„ასეთი ტრადიცია მარტო ჩვენ, სომეხ ერს გვაქვს“, - გვიხსნის ახალციხის სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი აკოფ სააკიანი.

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ვარდავარი აღნიშნა

მრევლის თქმით, ვარდავარი სიხარულის, გართობის, სიყვარულის, სილამაზისა და მოსავლის სიუხვის სიმბოლოა. გასათხოვარი გოგოები ვარდავარს უკავშირებენ თავიანთი ბედნიერების პოვნას, ისინი 7 წყაროდან იღებენ წყალს და ბიჭებს სთავაზობენ.

„წირვის დაწყებამდე ეკლესიაში ვარდები შეგვაქვს. შემდეგ ყველას ვწუწავთ, ვინც კი ეკლესიასთან ახლოს გაივლის“,- ამბობს სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი სვეტა აკოფიანი.

მორწმუნეები დღესასწაულს ერთმანეთს მთელი დღის განმავლობაში წყლის შესხმით მიულოცავენ. დღის ბოლოს კი ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე კონცერტი გაიმართება. კონცერტს ახალქალაქიდან და თბილისიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2018 სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ

21.02.2018 სააპელაციომ ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო

21.02.2018 ახალციხის მესამე სკოლაში სომხური ენის დღე აღნიშნეს

21.02.2018 ასპინძაში მერის წარმომადგენლების 21 ვაკანსიაზე 151 განაცხადი შევიდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

"ოცნება" სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა
სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ აღდგომა იზეიმა [Photo]

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]
ომბუდსმენი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის დღესასწაულს ულოცავს
სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას და ნათლისღებას აღნიშნავს
სომეხთა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიებმა აღდგომა იზეიმეს [Video]