FM97.5 / LIVE

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.09.2018
ახალციხის ექვსი სკოლიდან 100%–იანი გრანტის მფლობელები ოთხ სკოლას ჰყავს. მათ შორის ყველამ გარდა სამისა, სასწავლებლად თბილისში მოქმედი უნივერსიტეტები აირჩია.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

ახალციხის საჯარო სკოლებიდან ყველაზე მეტი 100%–იანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტი პირველ სკოლას ჰყავს. აქ სრული დაფინანსება ცხრა მოსწავლემ მიიღო და მათ შორის ექვსი მხოლოდ ერთი, „ბ“ კლასის მოსწავლეები არიან.

პირველი საჯარო სკოლა


ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

მარიამ მაკარიძე ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობდა, წამლებს ამზადებდა და თოჯინებს უსვამდა. ამიტომ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. ოცნების ახდენაში სკოლაში საყვარელი საგნებიც დაეხმარა, ქიმიას და ბიოლოგიას ყოველთვის მეტი ინტერესით სწავლობდა: „ეს ალბათ მასწავლებლის დამსახურებაცაა, მაია ნუცუბიძემ ისე მასწავლა ადამიანის აგებულება, რომ მისი გაკვეთილები არასდროს დამავიწყდება. მინდა, რომ გინეკოლოგი გამოვიდე და ვფიქრობ, რომ სამუშაოდ ახალციხეში დავბრუნდები“.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

თამარ კიკნაძემ თავისუფალ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა თანასკლასელივით ახალციხეში სამუშაოდ დაბრუნება არ სურს. ამბობს რომ ბევრი პროფესია აინტერესებდა, საბოლოოდ კი არჩევანი სამართალზე შეაჩერა, მაგრამ კონკრეტულად რა მიმართულებას აირჩევს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს: „ვოცნებობ ჩემ მშობლებს ისეთი მომავალი შევუქმნა, როგორსაც იმსახურებენ. ასევე, მინდა, რომ ახალციხისთვის გავაკეთო რაღაცა ძალიან ღირებული. ვფიქრობ, რომ ჩემ წარმატებაში სკოლას და თანაკლასელებს დიდი წვლილი მიუძღვით და ეს ძალიან მიხარია“.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

მარიამ კალაიჯიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ბებია ჰყავს ფილოლოგი და პროფესიაც მისი გავლენით აირჩია, თუმცა ფიქრობს, რომ ეს მიმართულება პედაგოგმაც შეაყვარა: „უმაღლესი გრანტის მისაღებად ძალიან ბევრი მეცადინეობა დამჭირდა, მაგრამ ვსწავლობდი იმ მიზნით, რომ მეტი მცოდნოდა და არა იმისთვის, რომ მაღალი ქულები მიმეღო. უნივერესიტეტის დამთავრების შემდეგ ალბათ ჟურნალისტად ვიმუშავებ, ან ლექტორობაზე ვიფიქრებ“.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

დავით ბალიაშვილისთვის 100%–იანი გრანტის მიღება მოულოდნელი იყო, რადგან ქართულში სხვა საგნებთან შედარებით დაბალი ქულა ჰქონდა: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე მოვხვდი. მომავალში ალბათ კარდეოლოგი, ან პედიატრი ვიქნები“.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

ლევან მელიქიძემ სწავლა დავით ტილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე დაიწყო: „ეს უნივერსიტეტი იმიტომ შევარჩიე, რომ აქ პრობლემებზე დაფუძნებული სწავლებაა და უკვე მეორე კურსიდან ვირტუალური პაციენტები გვეყოლება. ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მიმართულებას ავირჩევ, მაგრამ ახლა რადიოლოგიასა და ნეიროქირურგიაზე ვფიქრობ. სამომავლოდ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ მინდა, მაგრამ მერე ისევ საქართველოში დავბრუნდები, მინდა რომ ჩემს სამშბოლოს გამოვადგე“.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

პეტრე მერაბიშვილს საოცნებო პროფესია არასდროს ჰქონია. თანაკლასელებისგან განსხვავებით არც რეპეტიტორებთან უვლია. გამოცდებამდე სამი თვით ადრე, მხოლოდ ქართულში მეცადინეობა დასჭირდა და გაკვეთილები ამრიკიდან საქართველოში სკაიპით უტარდებოდა, რადგან FLEX-ის პროგრამით ერთი წელი იქ სწავლობდა: „ბავშვობაში შეკითხვაზე, რა გინდა რომ გამოხვიდე, პასუხი არასდროს მქონდა. თითქოს სკოლა უნდა დამხმარებოდა ჩემი თავის პოვნაში, მაგრამ ეს ამბავი ვერც სკოლაში გამოვიდა. ბოლოს პროფესია გამორიცხვის მეთოდით შევარჩიე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებაზე ჩავირიცხე. იმედია, უნივერსიტეტი მაინც დამეხმარება პროფილის შერჩევაში. ისე ჩემი პროფესიით ნებისმიერ დიდ კომპანიაში ვიმუშავებდი ფინანსისტად, ან სულაც შეიძლება საკუთარი ბიზნესის კეთებაც დავიწყო“.

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში 100%–იანი გრანტი კიდევ სამმა მოსწავლემ მიიღო.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

დავით ფარცახაშვილი ბავშვობიდან სპორტსმენობაზე ოცნებობდა, თუმცა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. ამბობს, რომ პროფესია ახლობლების რჩევით შეარჩია, თუმცა ფიქრობს, რომ მომავალში გამოადგება: „დროთა განმავლობაში შეიძლება რომელიმე პროფესია გაქრეს, მაგრამ ექიმი ყოველთვის ყველას დასჭირდება. ვიცი, რომ სამედიცინოზე დიდხანს უნდა ვისწავლო, მაგრამ ამისთვის მზად ვარ, უფრო მეტიც, საზღვარგარეთ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, ახალციხეში დაბრუნება არ მინდა“.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

თამუნა ტატალაშვილი ბავშვობაში ექიმობაზე ოცნებობდა. ამბობს, რომ სკოლის დამთავრებამდე აზრი არაერთხელ შეეცვალა, თუმცა საბოლოოდ პროფესიის არჩევისას ისევ ბავშვობისდროინდელმა სურვილებმა დაძლია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა: „ველოდი 100%–იან გრანტს და გამიხარდა, რომ მივიღე. ჯერ არ ვიცი რისი ექიმი ვიქნები. სანამ პროფილს ავირჩევ, მინდა რომ მედიცინის სფეროში უკეთ გავერკვე და სწორი გადაწყვეტილება მივიღო“.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

ნათია ლომიძემ ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობაზე თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა: „ეს ის სფეროა, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენას ყველაზე მეტად შევძლებ და ვფიქრობ, რომ ამ პროფესიას სამომავლოდ დიდი პერსპექტივაც აქვს. ჯერ არ ვიცი მენეჯმენტის განხრით წავალ თუ ფინანსისტი გავხდები“.

მეხუთე საჯარო სკოლა


100%–იანი დაფინანსება ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში ხუთმა მოსწავლემ მიიღო.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

გვანცა ნოზაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მის არჩევანზე გავლენა ბავშვებში სუიციდის შემთხვევებმა იქონია. ფიქრობს, რომ ფსიქოლოგის დახმარება ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი პატარებს სჭირდებათ, რადგან ზოგიერთ მშობელს აღზრდის მოძველებული მეთოდი აქვს: „მხატვრობაც ძალიან მაინტერესებს. ახალციხის სამხატვრო სკოლა მაქვს დამთავრებული და როცა რაღაცა მაწუხებს, ფერები ფუნჯით ტილოზე გადამაქვს, მაგრამ მგონია, რომ უკეთესი ფსიქოლოგი ვიქნები, ვიდრე მხატვარი და ჩემი პროფესიით დედაქალაქშიც დავსაქმდები. ფსიქოლოგები დიდ ქალაქებში უფრო სჭირდებათ“.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

ქეთევან ყავრელიშვილმა იურისტობა ჯერ კიდევ მეშვიდე კლასში გადაწყვიტა და სკოლის დამთავრების შემდეგ ეს სისრულეშიც მოიყვანა, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა: „ყოველთვის ბევრს ვმეცადიონებდი, მაგრამ დრო მაინც ყველაფრისთვის მრჩებოდა. განსაკუთრებით ფოტოების გადაღება და საჭმელების გაკეთება მიყვარს და ამისთვის სულ ვიცლიდი. პრესტიჟულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე და დარწმუენბული ვარ, რომ არც დასაქმება გამიჭირდება. მაგისტრატურას ალბათ საზღვარგარეთ გავივლი“.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

სოფიო მამულაშვილი საქართველოს უნივერსიტეტში არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა: „ჯერ კიდევ პირველ კლასში ვუთხარი მასწავლებელს, რომ დიზაინერობა მინდოდა. სკოლა ამ სურვილის ასრულებაში და წარმატების მიღწევაში ძალიან დამეხმარა. ერთდაერთი რაზეც ახლა ვფიქრობ, ახალი სასწავლებელი და გარემოსთან შეგუებაა. ის რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი ამიხდა და იმედია მომავალშიც ბევრი წარმატება მექნება“.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

სოფიო თედორაძე 100%–იანი დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე მოხვდა, თუმცა ბავშვობაში ექიმობასა და არქიტექტორობაზე ოცნებობდა, სკოლის პერიოდში კი თავისუფალ დროს ყოველთვის თოჯინებს აკეთებდა, ან ხატავდა. მრავალმხრივი ინტერესების მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ პროფესია სწორად შეარჩია: „მინდა ისე ვისწავლო, რომ ჩემს შესაძლებლობებში ბოლომდე დავრწმუნდე და არასდროს მქონდეს კომპლექსი, რომ სადმე ჩემი ადგილი არაა და რომელიმე სამახურში საქმეს თავს ვერ გავართმევ“.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

ანანო მოსეშვილი კავკასიის უნივერსიტეტში პიარის მენეჯერის სპეციალობაზე ჩაირიცხა: „პიარი საქართველოშიც და საზღვარგარეთაც მომავლის პროფესიაა. გამიხარდა, რომ ამ უნივერსიტეტში მოვხვდი, ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე“.

მესამე საჯარო სკოლა


ახალციხის მესამე სომხურენოვან სკოლაში 100%–იანი გრანტი ხუთმა მოსწავლემ მიიღო, თუმცა მათ შორის ორმა, აზატ ფარმანიანმა და ანდრანიკ მკოიანმა, რომლებმაც სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე ჩააბარეს, საუბარი არ ისურვეს. ერთთან, რაფაელ კრმაჯიანთან კი დაკავშირება ვერ შევძელით.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

ჰოვიკ პეტროსიანი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ქართული ენის გადასამზადებლ პროგრამაზე ჩაირიცხა. ამბობს, რომ დიდ ქალაქში სწავლას, ახალციხის უნივერსიტეტი ურჩევნია: „რა მიმართულებას ავირჩევ არ ვიცი, შეიძლება, გადასამზადებელი პროგრამის დამთავრების შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე გავაგრძელო სწავლა“.

ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

ანა კირაკოსიანიც ქართული ენის გადასამზადებელ პროგრამაზე ჩაირიცხა, თუმცა თანაკლასელებისგან განსხვავებით მან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი აირჩია: „მამა ოცნებობს, რომ მე ექიმი გავხდე. კარდიოქირურგი გამოვალ. ბევრ ადამიანს სჭირდება კარგი გულის ექიმი. ასევე, მამას უნდა, რომ სასწავლებლის დამთავრების მერე ახალციხეში დავბრუნდე და ჩემი პროფესიით ჩემ ქალაქში ვიმუშაო. თუმცა, მომავალში რა იქნება არ ვიცი. დავითვალე და ზუსტად 15 წელი მჭირდება, რომ ექიმად ჩამოვყალიბდე, მაგრამ არ მეზარება, ყველაფერს გავაკეთბ იმისთვის რომ კარგი ექიმი გავხდე“.

მექვსე სკოლა


ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში 100%–იანი გრანტი ორმა აბიტურიენტმა ამირან ჯანაშვილმა და გიორგი გოზალიშვილმა მიიღო. ჯანაშვილმა სანდიეგოს უნივერსიტეტში, ჯანაშვილმა კი სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა არცერთმა მათგანმა ჩვენთან საუბარი არ ისრუვა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

100%–იანი გრანტი ახალციხეში 16–მა აბიტურიენტმა მიიღო
სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა
რომელ სასწავლებლებს ირჩევენ ახალციხელი აბიტურიენტები
ახალციხის უნივერსიტეტში 432 ადგილი თავისუფალი დარჩა
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 371 აბიტურიენტი ჩაირიცხა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სახელმწიფო 5 ფაკულტეტზე 320 ადგილს დააფინანსებს