FM97.5 / LIVE

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, სამართალი 19.09.2018
სასამართლომ ახალქალაქის ბაზრის დირექტორი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, კონტროლიორი კი პატიმრობაში დატოვა.

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დღეს, 19 სექტემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ახალქალაქის ბაზრის დირექტორის არარატ საჰარიანისა და ამავე ბაზრის კონტროლიორის მერუჟან ოგანესიანის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

პროცესზე არარატ საჰარიანის ადვოკატმა დოდო აბრალავამ საქმის აცილება მოითხოვა. ამ მიზეზით, ვიდრე პატიმარს სახაზინო ადვოკატი არ დაენიშნება, მისი საქმის განხილვა გადაიდო.

საჰარიანი 10 000–ლარიანი გირაოთია გათავისუფლებული, მიზეზი კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა: „15 ოქტომბერს ოპერაცია უნდა გავიკეთო“, – ამბობს იგი.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მხოლოდ მერუჟან ოგანესიანის საქმე განიხილა. იგი მეოთხე თვეა რაც პატიმრობაში იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე დაცვის მხარემ ოგანესიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იშუამდგომლა და მისი გირაოთი გათავისუფლება ითხოვა, მოსამართლემ იგი მაინც პატიმრობაში დატოვა.

„ოთხი თვეა პატიმრობაში ვარ. ფინანსთა სამინისტროს ჩემი ნებით წამოვყევი არ მივმალულვარ“, – განაცხადა სხდომაზე ოგანესიანმა.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა მომავალი სხდომა 10 ოქტომბერს დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ დირექტორი 21 მაისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, საჰარიანი უფროს კონტროლიორთან ერთად მოქმედებდა. პროკურატურის მტკიცებით ბაზრის დირექტორმა მოიჯარე პირს 1000 ლარი გამოართვა, ამავე ბრალდებით ოგანესიანიც დააკავეს. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით ედება, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ბაზრის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და კონტროლიორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი სასამართლო დარბაზში ხმაურის ფონზე დააკავეს [Video]
ახალქალაქის ბაზრის უფროსი დააკავეს
პროკურორი: ‘ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დირექტორთან ერთად მოქმედებდა’
ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს
ახალქალაქში ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის გათავისუფლებას ითხოვენ [Video]