FM97.5 / LIVE

ფოფხაძე მარიხუანაზე: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.09.2018
ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებით ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, ეს კი ინსტიტუციურ დარტყმას აყენებს ქვეყნის სახელისუფლებო შტოების ფუნქციონირებას.

ფოფხაძე მარიხუანაზე: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივია

"ორგანოს, რომელსაც აქვს საკანონმდებლო საქმიანობა, ჩამოართვეს ამ გადაწყვეტილებით და მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიძლებოდა, რომ გამომდინარე ყოფილიყო კონსტიტუციიდან, რადგან ჩვენ ვართ იმ კონსტიტუციის ავტორები. ჩვენ მივეცით იმ კონსტიტუციას ხმა. იმ ჩანაწერში არც ერთი პარლამენტის წევრი არ ხედავს იმას, რაც დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ", - ამბობს ფოფხაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა.

საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი კანონპროექტი წარადგინა, ერთი მარიხუანის მოხმარების რეგულირებას ეხება, ხოლო მეორე, კანაფის სამედიცინო მიზნით წარმოებასა და ექსპორტს.

აღნიშნულ კანონპროექტებს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურების კრიტიკა მოჰყვა. ეკლესიის წინააღმდეგობის გამო, საპარლამენტო უმრავლესობამ კანაფის ექსპორტის მიზნით წარმოების კანონპროექტის განხილვა გადაავადა, ხოლო მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვა არ შეუჩერებია.

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებასა და ეკლესიას კანაფის ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვაში ჩართვა შესთავაზა. თუმცა, მართლმადიდებელი ეკლესია განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს.

საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სრულიად მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი ეწინააღმდეგება ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას.

[sknews.ge]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა
‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
გამოკითხვა: რას ფიქრობთ კანაფის სამედიცინო მიზნით წარმოებასა და ექსპორტზე [Video]
კანონპროექტს კანაფის ექსპორტის შესახებ მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს
მთავრობამ პარლამენტიდან კანაფის შესახებ კანონპროექტი გაიწვია
21 წლამდე პირებისთვის მარიხუანას მოხმარება აიკრძალება
მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა