FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.09.2018
ეთანხმება თუ არა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის საკითხში და როგორ აფასებს იგი ზურაბიშვილის განცხადებებს აგვისტოს ომზე.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე

„რა თქმა უნდა ვეთანხმები გადაწყვეტილებას ზურაბიშვილის მხარდაჭერის საკითხში. მე გუნდური მოთამაშე ვარ, წარმოვადგენ ხელისუფლებას და რა თქმა უნდა, ვიზიარებ მათ ამ პოზიციას. სალომე ზურაბიშვილი ძალიან დიდი პოლიტიკოსია, დიდი საგარეო ურთიერთობების გამოცდიელბა აქვს და ვფიქრობ, ამ ადამიანის გაპრეზიდენტება ჩვენ ქვეყანას საგარეო ურთიერთობების კუთხით და საიმიჯოდ ძალიან წაადგებაა“, – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა „სამხრეთის კარიბჭეს“ ყოველკვირეულ გადაცემაში „კვირის აქცენტში“.

შეკითხვაზე: მაშინ როცა ომის საკითხი ჰააგის სასამართლოში იხილება, ზურაბიშვილმა კი ჯერ განაცხადა, რომ „ომი საქართველომ დაიწყო“ და მოგვიანებით კი თქვა, რომ „ჩვენ დავბომბეთ, ჩვენი მოსახლეობა“, ლახავს თუ არა ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, ამირანაშვილი გვპასუხობს: „როგორც ჩემთვის ცნობილია მან თავისი პირველი განცხადება [ომი საქართველომ დაიწყო] ახსნა და ამის შემდეგ დაუჭირა მას მმართველმა პარტიამ მხარი. ამ ბოლო განცხადებაზე [ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა] არ მაქვს ინფორმაცია, რადგან ინტენსიურად დავდივარ მუნიციაპლიტეტებში და ვეცნობი პროექტებს. შესაბამისად ამაზე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ“.

ასევე, შეკითხვაზე, როგორც მმართველი გუნდის ერთ–ერთი წევრი, რას უპასუხებს, მათ ვინც ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის ამ განცხადებების შემდეგ მმართველი გუნდის მისადმი მხარდაჭერა არის რუსეთის დაკვეთა, ამირანაშვილი ამბობს: „ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ჩვენი მთავრობის კურსი არის ნათელი, ეს არის დასავლური კურსი. ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიერ არის გადადგმული არის დასავლური კურსის მხარდაჭერა. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვა არ არის რელევანტური“.

ამირანაშვილი ფიქრობს, რომ სამცხე–ჯავახეთში ზურაბიშვილს მხარდაჭერა ექნება: „რადგან ზურაბიშვილს დიდი საერთაშორიო გამოცდიელბა და დიდი ისტორია და წარსული აქვს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მიტროპოლიტი თეოდორე ზურაბიშვილის განცხადებებზე
‘ზურაბიშვილს იმიტომ აირჩევენ, რომ ‘ოცნება’ უჭერს მხარს’ – შეფასებები ახალციხიდან
სალომე ზურაბიშვილი 'პეგასის' მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო [R]
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია[R]
'ჩემი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც ხმა არ მომცა' – ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი: ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის [R]
პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა