FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობის’ კვირეული დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.09.2018
17–დან 21–სექტემბრამდე საგზაო მოძრაობის წესების დაცვისა და გარემოს დაბინძურების საკითხებზე ახალციხეში სხვადასხვა აქტივობები მოეწყობა.

ახალციხეში ‘სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობის’ კვირეული დაიწყო

კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები, ასევე, მძღოლებისთვის ტრენინგები ჩატარდება. ღონისძებების მიზანი, გაზრდილი ავტოსაგზო შემთხვევების რიცხვის შემცირება და მანქანების გამონაბოლქვისგან გარემოს დაცვაა.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, 18 სექტემბერს ახალციხეში ახალგაზრდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. კამპანიას საქართველოს მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი მართავს.

„ბევრი ავარია ფატალური შედეგითაც მთავრდება. ამიტომ ამ შეხვედრის და კვირეულის მიზანია დავაფიქროთ საზოგადოება თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა“, – ამბობს „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორი მაკა სუდაძე.

მისი თქმით, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში დაავადებების 17%, ხოლო სიკვდილიანობის 19% გარემოს დაბინძურებით არის გამოწვეული, ხოლო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ავტოტრანსპორტია.

„საგზაო უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია ადამიანისთვის, შესაძლებელია ერთმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ერთი, ან მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ამიტომ ყველა ადამიანის ვალია, რომ დაემორჩილოს წესებს. ბევრი ზებრაზე არ გადადის და მძღოლს აბნევს, ასე რომ მხოლოდ მძღოლებში არ არის პრობლემა და ქვეითებმაც უნდა დავიცვათ წესები“, – ამბობს შეხვედრის ერთ–ერთი მონაწილე მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლე მათე ნებაძე.

კამპანია 22 სექტემბერს ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“ შეუერთდება, ეს დღე საქართველოში 2000 წლიდან აღინიშნება. მოქალაქეები ამ დღეს პირადი ავტომობილით ქალაქში გამოსვლისგან თავს იკავებენ და ამ ფორმით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევიან.

კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტთან ერთად ახორციელებს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

22 სექტემბერს 'მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე' აღინიშნება
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
ტრენინგი თემაზე: „ანტიდასავლური კამპანია საქართველოში“
დღე ავტომობილის გარეშე
უვიზო მიმოსვლის შესახებ ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კამპანია დაიწყო
ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კამპანია იწყება